სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ

მიღების თარიღი 07.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2018
matsne.gov.ge 197 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 30.12.2016 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 79% 09.06.2017 სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 12.03.2026 სპეციალურ მოთხოვნებს დაქვემდებარებული პროდუქტებით ვაჭრობისა და იმპორტისას საზოგადოებრივ და ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 28.12.2017 საქართველოს ბაზარზე სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი და ეროვნული რეჟიმებით დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის ნიმუშების ჩანაცვლების წესისა და პირობების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 06.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №73 2018 წლის 7 თებერვალი ქ. თბილისი სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ მუხლი 1🔗 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-9 მუხლისა და 75-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მიღებულ იქნეს რისკის მართვის შემდეგი დროებითი ზომები: ა) აიკრძალოს ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ, ბაზარზე განთავსების მიზნით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით; გ) დაუფასოებელი (დაფქული) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ, ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა. 2. ეთხოვოს მუნიციპალიტეტებს, არ დაუშვან სუნელებისა და სანელებლების გარე ვაჭრობის ფაქტები. 3. ამ დადგენილების პირობების დარღვევით წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება დაუშვებელია, ხოლო ბაზარზე უკვე განთავსებული სუნელები და სანელებლები ექვემდებარება ამოღებას/გამოთხოვასა და განადგურებას. 4. რისკის მართვის დროებითი ზომები გაგრძელდეს რისკის შეფასების პროცესის დამთავრებამდე, მაგრამ დადგენილების მიღებიდან არაუმეტეს 2 წლისა. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი