თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016393
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თელავი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის   №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03.01.2018, 010250020.35.163.016370) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. განყოფილების ფუნქციები

3. ძეგლთა დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ძეგლებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების, ფოტოებისა და სხვა ვიზუალური მასალის დამზადებას, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას, დაკომპლექტება-დაარქივირებას, შესაბამი არქივების, საინფორმაციო ბანკების შექმნას, მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობას და გავრცელებას;

ბ) მოპოვებული (შექმნილი) მასალის გამოყენებით ფოტო და სხვა გამოფენების მომზადებას და მოწყობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სამეცნიერო ნაშრომების, ბარათების, ბუკლეტების, გზამკვლევების, ალბომების ქართულ და უცხო ენებზე გამოცემას;

გ) კონსულტაციის გაწევას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული ფასეულობების შესახებ;

დ) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი კონკრეტული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების შესწავლას, მათი კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციების და პროექტების შემუშავებას;

ე) სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისათვის, ადგილობრივ დონეზე ტექნიკური  სიახლეების  გამოყენების ხელშეწყობას;

ვ) საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს ტრადიციული სამშენებლო ხელოსნობის აღორძინებას და შემდგომში პრაქტიკაში გამოყენებას;

ზ) კონკრეტული  ადგილობრივი ან რესპუბლიკური მნიშვნელობის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტების შესყიდვასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა;

თ) საქართველოს და უცხო ქვეყნის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა  დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილიბრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სესიების, სიმპოზიუმების, თათბირების, სემინარების მოწყობის ხელშეწყობა;

კ) ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ შექმნილი და არქივში დაცული, ძეგლებთან და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებული,  შესაბამისი ვიზუალური თუ სხვა სახის სამეცნიერო მასალების (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული  რეკომენდაციების  გადაცემა;

ლ) ტურიზმის განვითარების და ორგანიზებული ტურიზმის ხელშეწყობას; კერძოდ: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური და არქიტექტურული ობიექტების წარმოჩენა, მათზე კულტურულ-შემეცნებითი პროგრამების მომზადება და განხორციელება;

მ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მუზეუმების, მათ შორის, მუზეუმ-ნაკრძალების ექსპოზიციების  რენოვაციაში მონაწილეობის მიღებას და  მათთვის შესაბამისი პროექტების, წინადადებების  და  რეკომენდაციების შეთავაზებას;

ნ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მუზეუმ-ნაკრძალების და მუნიციპალიტეტის ისტორიულ-არქეოლოგიური ტერიტორიების განვითარებისათვის სარეკომენდაციო პროექტების მომზადება ვიზიტორთა მოზიდვისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით;

ო) არამატერიალური და მატერიალური, ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტების ფიქსაციას, მათ ინვენტარიზაციას (მოძრავი და უძრავი ძეგლების სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შედგენა), სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვისა და შესწავლაში მონაწილეობის მიღებას;

პ) ინფორმაციის გაცვლის მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას და ძეგლების სახელმწიფო რეესტრისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიის წარმოებას, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და არამატერიალური ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანისათვის;

ჟ) ძეგლის მესაკუთრესთან (კანონიერი მოსარგებლე) ძეგლის მოვლა-პატრონობის  ხელშეკრულებების გაფორმებას;

რ) იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ხელშეწყობას, რომლებიც ითვალისწინებენ კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას და გვთავაზობენ ამ მემკვიდრეობის აღქმის, დაცვის, განვითარების ახლებურ მიდგომებსა და მექანიზმებს;

ს) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე