თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2020 წლის 29 ოქტომბერი ქ. თელავი |
1. დადგენილებით დამტკიცებული „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ძეგლთა დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების/ობიექტების დაცვას, მოვლა-პატრონობას, მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების პერიოდულ შემოწმებას, მონიტორინგს;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების გამოვლენას, შესწავლას, კვლევას, ფიქსაციას, დიგიტალიზაციას, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ინვენტარიზაციას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების/ობიექტების ერთიანი ბაზის შექმნას და მართვას, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთობლივად საინფორმაციო ბანკის შექმნას და პერიოდულად განახლებას, მოპოვებული ინფორმაციის მოვლა-პატრონობას და გავრცელებას;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭების მიზნით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან წინადადების წარდგენას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების დაცვის მიზნით, კონსულტაციის და რეკომენდაციის გაწევას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებზე/ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი-არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვის შესახებ წინადადებების წარდგენას;
თ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებზე/ობიექტებზე კვლევითი-არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას;
ი) ძეგლის მოვლა-პატრონობასთან, მის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ჩასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ წინადადებების წარდგენას და სამუშაოების წარმოებას (მათ შორის დაზვერვა, გაწმენდა-დასუფთავება, კონსერვაცია, რესტავრაცია, ადაპტაცია);
კ) სამეცნიერო-კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების სრულყოფისთვის ადგილობრივ დონეზე ტექნიკური სიახლეების გამოყენების ხელშეწყობას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებთან, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
მ) საგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლებლებთან ურთიერთობას, მათი საქმიანობის ხელშეწყობას და შემდგომში, მათი შესაძლებლობების პრაქტიკაში გამოყენებას;
ნ) საქართველოს და საზღვარგარეთ სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ო) ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ორგანიზაციებთან და დაწესებულებებთან თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, იმ პროექტების ხელშეწყობას, რომელიც გვთავაზობენ ტურისტული პოტენციალის გაზრდას და განვითარების ახლებურ მიდგომებს და მექანიზმებს;
პ) კულტურულ მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებით ღონისძიებების მოწყობას, მათ შორის: სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების, გამოფენების, შეხვედრების, ლაშქრობების და სხვა ღონისძიებების მოწყობას;
ჟ) კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაბამისი ბუკლეტების, გზამკვლევების, ალბომების, ნაშრომების ბეჭდვას და მათ გავრცელებას;
რ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.10.2020.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 29.10.2020. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.163.016524.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.10.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №32, 29.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016524 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5025573/