ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.04.007; 64.30.04.006) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/52
სარეგისტრაციო კოდი 330090020.22.024.016527
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2018
matsne.gov.ge 1,021 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.575; 64.30.08.087) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 08.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.01.736) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 08.02.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.06.169) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 17.01.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2242.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 12.03.2019 ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ 98% 07.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.04.007; 64.30.04.006) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/52 2018 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.04.007; 64.30.04.006) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.30.04.007; 64.30.04.006) განაშენიანების რეგულირების გეგმის თანდართული გეგმარებითი დავალება. მუხლი 2🔗 წინამდებარე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე,  მდებარე მიწის ნაკვეთების –  ს/კ 64.30.04.006; 64.30.04.007, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საპროექტო ობიექტი –  სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ობიექტის მისამართი:  ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, დამკვეთის განაცხადი: 3 იანვარი 2018, ნომერი: 26/09 გეგმარებითი არეალის საერთო ფართობი შეადგენს 10019.00 კვ.მ-ს ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები,მოთხოვნები და მონაცემები ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები საპროექტო გეგმარებითი არეალი მდებარეობს ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, საერთო ფართობია 10019.00 კვ.მ და მოიცავს ორ საკადასტროს ერთეულს კოდით:   64.30.04.006; 64.30.04.007; ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობით და ფართობით საშუალებას იძლევა დამუშავდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. განაშენიანების რეგულირების გეგმით განისაზღვროს კონკრეტული ფუნქციური  ზონები გეგმარებითი დავალებით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში გრგ) პროექტით შესაძლებელია  განხორციელდეს გეგმარებითი არეალის რამდენიმე  მიწის ნაკვეთებად  გამიჯვნა  საერთო ფართობის უცვლელად. შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან. ტერიტორიის რელიეფიდან, არსებული ნარგავების გათვალისწინებით, განისაზღვროს საპროექტო შენობა -ნაგებობების ადგილმდებარეობა და მათი მოცულობითი გადაწყვეტები. კომპლექსი დაპროექტდეს ტერიტორიისთვის დადგენილ საპროექტო საზღვრებში.  გათვალისწინებულ იქნეს რელიეფის და განაშენიანების ხასიათი და ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა. საპროექტო შენობის მოშენების კონტურები, მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ახალი შენობა ნაგებობისთვის მიწის ნაკვეთის გამიჯვნა, თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობაა მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელი სამანქანო გზის  არსებობა, მათ შორის სერვიტუტის გამოყენებით. გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა; ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში ერთი ავტოსადგომი კ-2 საანგარიშო ფართობის 100მ​2 -ზე, მაგრამ არანაკლებ   1 ბინაზე -1 ავტოსადგომისა; სასტუმროს შემთხვევაში 3 ნომერზე- 2 ავტოსადგომი; ავტოსადგომები მაქსიმალურად განთავსდეს გადახურვის ქვეშ ისე რომ არ აღიქმებოდეს ეზოს ნაწილად ; გათვალისიწინებულ იქნეს შიდა რეკრეაციული სივრცეები. გათვალისწინებულ იქნეს სქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 აპრილის №1-1/196 ბრძანებისთ დამტკიცებული ,,დასახლებათა ტერტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო“-ს მიერ №03/18 სხდომის ოქმში მითითებული რეკომენდაციები; მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა ნაგებობის დანგრევა და გადატანა, ან მათი სივრცით გეგმარებითი მოწყობის შეცვლა. განისაზღვროს გრგ-ის პროექტით მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედავობა და სხვა) განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე. დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები; შენობების განთავსების ადგილები განისაზღვროს ზოგადი საინჟირნო-გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილი ინდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებისას; ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები; მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები  (არსებობის შემთხვევაში); მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან; წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის და გამწვანების სქემები; გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები; მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები; ტერიტორიის და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო-კომუნალური, სატრანსპორტო  და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო  ქსელით. ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისთვის და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტრო ენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა) ტერიტორიის მიმდებარედ არსებული და საპროექტო საინჟინრო ქსელების შესაბამისად მიწის ნაკვეთების ფართობი 10019.00 მ​2  ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 0,3 _____ _____ ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე 11 მეტრი ფასადის სიმაღლე, მიწის ყველაზე დაბალი წერტილიდან; 15 მეტრი კეხში; ტერიტორიის განმწვანების კოეფიციენტი კ3 0.3 ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები(წითელი ხაზები) ბ) განაშენიანების  სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) ა) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით, ბ) განისაზღვროს გრგ-ის პროექტით, ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა. ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა,             განისაზღვროს  გრგ-ის პროექტით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა   3  სართული მანსარდით ან 4 სართული მანსარდის სივრცის გათვალისწინებით. განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდეგში – გრგ) შესათანხმებლად წარმოსადგენი დოკუმენტაციის   ჩამონათვალი 1. განაცხადი; 2. ტერიტორიის გრგ-ის რუკა გეგმარებითი დავალება; 3. საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა; 4. ზოგადი გეოლოგია; 5. გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა; 6. სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000; 7. ტოპო-გეოდეზიური  ანაზომი საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით მ1:500; 8. ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა მ1:500 ან 1:1000: (არსებობის შემთხვევაში); 9. განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი საჭიროების შემთხვევაში; 10. განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000; 11. ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში); 12. მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); 13. ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ1:1000; 14. ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500; 15. მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი  ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი მ1:500 ან 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში) 16. საინჟირნო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში) 17. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში) შენიშვნები: 1. გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების: „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად. 2. გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარმოდგენილი იქნეს A3 ფორმატის ალბომის სახით. 3. ამ გეგმარებითი დავალების VI მუხლის მე-5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს. 4. გრგ-ის წარმოსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია Pover-Point-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე. 5. გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილი და ასახული უნდა იქნას: საპროექტო ტერიტორიის საზღვრები; მიწის ნაკვეთის საზღვრები; განაშენიანების რეგულირების ხაზები; შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები H; მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯნვის სქემა); განაშენიანების კოეფიციენტი კ1; განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2; გამწვანების კოეფიციენტი კ3; ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები; მითითებული იყოს გაბარიტული ზომები. დამატებითი მოთხოვნები 1. საპროექტო ტერიტორიის გრგ-ის დამუშავებული საპროექტო  დოკუმენტაცია დამკვეთმა ან დამპროექტებელმა შესათანხმებლად წარადგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 2. წინამდებარე გეგმარებითი დავალება ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 5 წლის განმავლობაში.