„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12-30
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.101.016478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12-30

2018 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

მუხლი 1
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-59 დადგენილებით (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge;  24/12/2014; სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016075) დამტკიცებულ რეგლამენტში შევიდეს ცვლილება და:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოდგენილი უნდა იქნეს მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ფორმით, წერილობით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული მთავრობის პროგრამის (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა) მეშვეობით.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა

1. მთავრობის სხდომაზე განსახილველად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ადმინისტრაციაში წარდგენის, მათ შორის, ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვის  უფლება აქვთ:

ა) თბილისის მერს;

ბ) მთავრობის წევრს;

გ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც არ არის მთავრობის წევრი;

დ) თბილისის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

2. პროექტს თან უნდა ახლდეს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრული განმარტებითი ბარათი და დანართი (არსებობის შემთხვევაში).“.

4. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უფლება აქვს თბილისის მერს, მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს), მერის მოადგილეს, თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს/ ტერიტორიულ ორგანოს და თბილისის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი სავალდებულოდ უნდა იყოს შეთანხმებული მერიის იურიდიულ და საფინანსო საქალაქო სამსახურებთან, აგრეთვე პროექტის წარმდგენის კურატორ მერის მოადგილესთან. საჭიროების შემთხვევაში, პროექტის წარმდგენის მიერ შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს ის პირი/პირები, რომელთა თანხმობაც ასევე სავალდებულოა.“;

გ) მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-6 პუნქტი:

 „6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან 10 (ათი) კალენდარულ დღეში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მიმართ დააფიქსირონ პოზიცია („მომხრე“ ან „წინააღმდეგი“), ელექტრონული პროგრამის საშუალებით.“.

5. 22- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 22. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება

1. მთავრობის მიერ, მათ შორის, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხელს აწერს მერი.

2. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თარიღად ითვლება მერის მიერ, აქტის ხელმოწერის დღე.

 6. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი:

თავი IV1

მთავრობის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების ელექტრონული მთავრობის პროგრამით მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის წესი

მუხლი 241. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მომზადება, გაფორმება და გამოცემა ხდება ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების თანხმობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით  გადადის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, ელექტრონული პროგრამით, მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

3. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის, ელექტრონული პროგრამით, მიღების საკითხს წყვეტს მერი ან მერის მიერ უფლებამოსილი პირი.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე/წინადადებებზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტი შეიძლება განხილულ იქნეს შენიშვნებით და მათი გაუთვალისწინებლობის შესაბამისი არგუმენტაციით.

5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ელექტრონული პროგრამით შეთანხმებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის წევრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობის წევრების ხმის მიცემის დაფიქსირება ხდება ელექტრონული ფორმით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მერის ხმა. ელექტრონულ კენჭისყრაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ხმის მიცემის ვადად განისაზღვრება 48 საათი. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საჭირო ხმების დაუგროვებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უბრუნდება წარმდგენს.

6. ელექტრონული კენჭისყრის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შეთანხმების შემთხვევაში იგი 3 დღის ვადაში ხელმოსაწერად ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით ეგზავნება მერს.

7. ამ მუხლით განსაზღვრული წესით, მიღებული მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე