მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2018 წლის 12 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, მე-200-206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 (სსმ, 200130000.35.153.016254, 04/02/2015) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №38 (სსმ, 010250000.35.175.016038, 14/11/2014) დადგენილებები.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1🔗
ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით;
გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისთვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6%-ის ოდენობით.
მუხლი 2🔗
1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.08 %-ის ოდენობით;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9 %-ის ოდენობით.
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით:
ა) სახნავისთვის (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 82 ლარით;
ბ) სათიბებისთვის ( ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარით;
გ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარით.
მუხლი 3🔗
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისთვის – ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ , „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისი ოდენობით.
მუხლი 4🔗
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 5🔗
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქ. მცხეთისა – 0.24 ლარი (ტერიტორიული კოეფიციენტი 1.0);
ბ) ქ. მცხეთის ტერიტორიაზე – 0.29 ლარი (ტერიტორიული კოეფიციენტი 1.20).
მუხლი 6🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვებში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:
ა) საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული ქონება;
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე (მ.შ ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მიწის ნაკვეთები) მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება ქალაქ მცხეთაში 1500 კვ.მ-ს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე – 3000 კვ.მ-ს.
მუხლი 7🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ქონების გადასახადის დაბეგვრის მიზნებისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლით დადგენილი წესის მიხედვით.