შპს „ტაჩი საქართველოს“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13985-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/13985-17

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე – შპს „ტაჩი საქართველო“ (ს/კ 405069866)

წარმომადგენელი – შპს ,,REAL Georgia”

დირექტორი – ბაჩუკი ქირია

ეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ტაჩი საქართველოს” გადახდისუუნარობის საქმე.

2018 წლის 31 იანვარს შპს „ტაჩი საქართველოს“ მომრიგებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი იქნა გადაწყვეტილება.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ  „გადახდისუუნარობის  საქმის  წარმოების  შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება, 1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთნებული საკითხების განხილვა.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5,  მე-7,  მე-8,  მე-9,  25-ე,  27-ე,  32-33-ე  მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2018 წლის 28 თებერვალს, 09:50 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება;

1.2. სხვა კომპეტენციას მიკუთნებული საკითხების განხილვა;

2. განჩინება  გამოქვეყნდეს „საკანონმდებლო მაცნეში’’,  სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე – www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                          თამარ ჭუნიაშვილი