შპს „ლია&ნიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3240-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/3240-17


განჩინება

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 13 თებერვალი

თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა

 

კრედიტორი შემოსავლების სამსახური

დავების დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე

მოვალე შპს „ლია & ნია“

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,

 

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს „ლია & ნიას“ გადახდისუუნარობის საქმე.

2017 წლის 1 სექტემბერს კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

 

 დაადგინა:

1. შპს „ლია & ნიას“ კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2018 წლის 14 მარტს, 12:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზში №29 შემდეგი დღის წესრიგით: 1. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა; 2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                      თამარ ჭუნიაშვილი