📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2018
matsne.gov.ge 769 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 12.12.2014 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი საქართველოს კანონი 92% 20.07.2018 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 30.05.2025 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.02.2017 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 26.02.2021

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება   №26 2018 წლის 15 თებერვალი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“  მე-16  მუხლის  მე-2  ნაწილის  „დ“ ქვეპუნქტის,   24-ე  მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-12​2 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ზუგდიდის     მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე,    გარდა    ზვიად    გამსახურდიას   გამზირისა (ბულვარის ორივე მხარე უკიდურეს მარჯვენა ზოლში არსებული მშენებლობებისა) შემოღებულ   იქნეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს  თანდართული  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე    სპეციალური    (ზონალური) შეთანხმების  გაცემისათვის  მოსაკრებლის  განაკვეთების  განსაზღვრისა  და  გადახდის  ინსტრუქცია. მუხლი 3🔗 დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება  ამ  დადგენილების მიღებამდე  დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების    საქმეებზე,  რომლითაც უკვე მოთხოვნილია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა. მუხლი 4🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების  გაცემისათვის  მოსაკრებლის  განაკვეთების განსაზღვრისა  და გადახდის  ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 სექტემბრის №61 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია დანართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სპეციალური  (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქცია 1. სპეციალური  (ზონალური)  შეთანხმების  გაცემა  გულისხმობს  დადგენილი  წესით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდას სპეციალური  (ზონალური) შეთანხმების გაცემით. 2.  სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული   პირი,   რომელმაც   განაშენიანების   ინტენსივობის  კოეფიციენტის   ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის  მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური)  შეთანხმება მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი წესით. 3. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის“ მიერ განაშენიანების    ინტენსივობის    კოეფიციენტის    (კ2)  გაზრდის  შემთხვევაში,   გადახდილი   უნდა იქნეს  დადგენილ   განაშენიანების   ინტენსივობის  კოეფიციენტსა   (კ2)  და  გადამეტებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს შორის სხვაობა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესითა და შემთხვევებში. 4. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით:       L X= — (K2 ​1  – K2 ) S       K2 სადაც: ა)  X – არის მოსაკრებლის ოდენობა; ბ) L – არის 1კვ/მ მიწის ნაკვეთის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისას არსებული ნორმატიული ფასი; გ) K2​1 – არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; დ) K2  – არის მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით დადგენილი  განაშენიანების  ინტენსივობის  კოეფიციენტი; ე)  S - არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი. 5. მოსაკრებელი   გადაიხდევინება   მშენებლობის   ნებართვის   გაცემისას,   მშენებლობის  ნებართვის გაცემის II სტადიაზე.   თუკი  სპეციალური   (ზონალური)   შეთანხმება   გაცემული  იქნა  სხვა  პირზე და  მშენებლობის ნებართვის  გაცემის  II  სტადიაზე მშენებელობის  ნებართვის  გაცემა  ხდება  სხვა პირზე  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაშინ მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს მშენებლობის ნებართვის მიმღებმა პირმა. 6. თუ  მიწის  ნაკვეთი  ხვდება  ერთზე  მეტი  დეტალური  ფუნქციური ზონის  მოქმედების არეალში, მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება უნდა მოხდეს თითოეული ზონისათვის ინდივიდუალურად. სხვადასხვა  მიწის  ნორმატიული  ფასის  არსებობის  შემთხვევაში,  იგივე  წესი მოქმედებს ერთ მიწის ნაკვეთზე. 7. მოსაკრებლის გადახდა არ ხდება, თუ: ა)  ნაკვეთზე სამშენებლო განვითარების დროს, რაც გულისხმობს არსებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის დემონტაჟს  და ახლის  მშენებლობას (რეკონსტრუქციას),  ახალი მაჩვენებლები არ აღემატება თავდაპირველ ფაქტობრივ კოეფიციენტებს  (მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის  კოეფიციენტი  კ-2)  და მიწის ნაკვეთის არსებული  გამოყენება არ არის  ,,შეუსაბამო”; ბ) მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა და განხორციელდა ამ წესის შეთანხმებული პროექტის განახლება; გ)  სპეციალური  (ზონალური)  შეთანხმება  ითვალისწინებს  განაშენიანების  ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გაზრდას არაუმეტეს 20%-ით; დ) ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი წარმონაქმნების (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობები და ა.შ.) მიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ხორციელდება იმ საცხოვრებელი   სახლების   დემონტაჟი,    რომელთა  სართულების   სიმაღლე  იატაკიდან  ჭერამდე 2.7   მ-ზე  ნაკლებია,  არ  გააჩნიათ ლიფტი და რომელთა ექსპლუატაციის ვადა  განსაზღვრული  იყო მაქსიმუმ 50 წლამდე ვადით; ე)  სამშენებლო  მიწის  ნაკვეთზე  ხორციელდება  მრავალბინიანი (ოთხი  სართული  და მეტი) საცხოვრებელი სახლისა და მისი დამოუკიდებელი ფუძის მქონე კარკასული ტიპის მიშენების დემონტაჟი; ვ) სამშენებლო  მიწის ნაკვეთზე  ხორციელდება  ამორტიზებული  მრავალბინიანი  (ოთხი სართული და მეტი) საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი; ზ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ქონების განმკარგველი ორგანოს გადაწყვეტილებით ან თანხმობით, უძრავი ქონების განკარგვის შემთხვევაში, უძრავი ქონების გასხვისების პირობად განისაზღვრა უძრავ ქონებაზე ინვესტიციის განხორციელება და ქონების შემძენის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლება. 8. მე-7 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ- 2)  20%-ზე  მეტით  გაზრდის  შემთხვევაში,  გადახდილი  უნდა  იქნეს  განაშენიანების  ინტენსივობის კოეფიციენტის   (კ-2)  20%-ისა   და გადამეტებული   განაშენიანების   ინტენსივობის   კოეფიციენტის პროცენტულ რაოდენობას შორის სხვაობა. 9. მოსაკრებლის ოდენობა, ნამატი, სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს. 10. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას. 11. განაშენიანების  ინტენსივობის კოეფიციენტის  ზღვრული  მაჩვენებლის  გაზრდისას მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშება უნდა მოხდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, განაშენიანების რეგულირებისა და სამშენებლო სამართალდარღვევის საკითხთა კომისიის მიერ. 12. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი ჩაირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე სრულად ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკის თანახმად, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემიდან არაუგვიანეს შესაბამისი შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებამდე. 13. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს.