„ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №97 |
|
2018 წლის 21 თებერვალი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის:
ა) „გ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი (ზპმც) – მეტეოროლოგიური ცენტრი, რომლის დანიშნულებაა ამინდის განსაკუთრებული მოვლენების, სიმაღლეებზე ქარისა და ჰაერის ტემპერატურის გლობალური მასშტაბის პროგნოზების მომზადება და ციფრული გამოსახულების სახით დაგზავნა სახელმწიფოებისათვის, სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ფარგლებში, ინტერნეტის საშუალებით;“;
გ) „ძ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძ) ინფორმაცია SIGMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოცემული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე ფაქტობრივი და მოსალოდნელი ამინდის მოვლენების წარმოშობისა და ატმოსფეროს სხვა მოვლენების შესახებ, რომელთაც შეუძლიათ, გავლენა იქონიონ ფრენების უსაფრთხოებაზე;“;
დ) „ჰ40“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ40) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განლაგებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძული ხაზის მანიშნებელი ნათურები;“;
ე) „ჰ43“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ43) სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება (AFS) – კავშირგაბმულობის მომსახურება განსაზღვრულ ფიქსირებულ პუნქტებს შორის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სააერნაოსნო უსაფრთხოების, ასევე საჰაერო მიმოსვლის რეგულირების, ეფექტურობისა და ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად;“;
ვ) „ჰ44“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) „ჰ50“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ51 – ჰ56“ ქვეპუნქტები:
„ჰ51) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება – ხელშეკრულება (ADS-C) სახმელეთო სისტემასა და საჰაერო ხომალდს შორის მონაცემთა გადაცემის ხაზით ADS-С შეთანხმების პირობების გაცვლის საშუალება, სადაც კონკრეტულადაა ინიციირებული ADS-C შეტყობინებების გადაცემის პირობები და მონაცემები, რომლებიც აისახება ამ შეტყობინებებში;
ჰ52) გაზრდილი ხანგრძლივობით სათადარიგო აეროდრომამდე ფრენების შესრულება – ორი ან მეტი აირტურბინული ძრავის მქონე სხ-ის ნებისმიერი ფრენა, როცა მარშრუტიდან სათადარიგო აეროდრომამდე ფრენის დრო აღემატება ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ზღვრულ დროს;
ჰ53) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო – ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის წარდგენას მისი პასუხისმგებლობის არეში ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის მოვლენების წარმოშობის შესახებ ფრენის მარშრუტზე და სხვა მოვლენების შესახებ ატმოსფეროში, რომელთაც შეუძლიათ, გავლენა იქონიონ ფრენების უსაფრთხოებაზე;
ჰ54) საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური – სააერნაოსნო მომსახურებისათვის განკუთვნილი სადგური, რომელიც დანიშნულია დაკვირვებების განსახორციელებლად და მეტეოროლოგიური შეტყობინებების შესადგენად;
ჰ55) სახელმწიფო ვულკანოლოგიური ობსერვატორია – რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნული ვულკანოლოგიური ობსერვატორია, სახელმწიფოს ფარგლებში მოქმედი და პოტენციურად მოქმედი ვულკანების მონიტორინგისა და ვულკანური ქმედებების შესახებ შესაბამისი სამეთვალყურეო ცენტრისათვის/საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრისათვის, მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და ვულკანური ფერფლის საკონსულტაციო ცენტრისათვის ინფორმაციის გადაცემის მიზნით;
ჰ56) მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობა (PBN) – ზონალური ნაოსნობა, რომელიც დაფუძნებულია საჰაერო მოძრაობის მართვის მარშრუტზე, ხელსაწყოებით დასაფრენად შესვლის სქემაზე ან დადგენილ საჰაერო სივრცეში მფრენ სხ-ის მახასიათებლების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე.“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მეტეოროლოგიური სამსახურის უფლება-მოვალეობები, ინფორმაციის გავრცელება, გამოყენება, ხარისხი და ინტერპრეტაცია
1. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიურ მომსახურებას ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ორგანო – შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიური სამსახური (შემდგომში – მეტეოროლოგიური სამსახური), რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სააერნაოსნო მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენას.
2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, მეტეოროლოგიურ სამსახურს უნდა ჰქონდეს/ჰყავდეს:
ა) ხარისხის მართვის სისტემა;
ბ) ადამიანური და ფინანსური რესურსები;
გ) კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც:
გ.ა) გავლილი აქვს ყველა საჭირო სწავლება, და
გ.ბ) აქვს სახელმძღვანელო მასალები და თანამდებობრივი ინსტრუქციები;
დ) სამუშაო პროცედურა/პროცედურები, რომელიც/რომლებიც მოიცავს მეტეოროლოგიურ მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების სრულყოფილ აღწერას;
ე) ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორებიცაა: ავტომატიზებული სისტემები, აღჭურვილობა და სხვა;
ვ) „სახელმძღვანელო დოკუმენტი,“ რომელიც აღწერს სამსახურის მიერ მეტეოროლოგიური მომსახურებისათვის დადგენილ პროცესებსა და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით და რომელიც უნდა მოიცავდეს:
ვ.ა) სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების მითითებით;
ვ.ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას;
ვ.გ) პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;
ვ.დ) მეტეოროლოგიური მომსახურების პროცესის აღწერას;
ვ.ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება მეტეოროლოგიური მომსახურებისათვის;
ვ.ვ) მეტეოროლოგიური მომსახურების პროცესში არსებული თითოეული პოზიციისთვის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;
ვ.ზ) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღების პროცესის აღწერას;
ვ.თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;
ვ.ი) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას;
ვ.კ) მეტეოროლოგიური მომსახურებისთვის არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალის ჩამონათვალს.
3. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს „სახელმძღვანელო დოკუმენტის“ შემუშავებას, მუდმივ განახლებას, სახელმძღვანელოში ზუსტი ინფორმაციის ასახვასა და საჭირო ცვლილებების შეტანას. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“ შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახით.
4. მეტეოროლოგიური სამსახური შეიმუშავებს პერსონალის ყოველწლიურ სასწავლო გეგმას და უზრუნველყოფს მის ყოველწლიურ განახლებას. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უნდა შეიმუშაოს პერსონალის სწავლების პროგრამა, რომელიც მოიცავს:
ა) საწყის სწავლებას, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას (სამუშაო ადგილზე სწავლება) და ტარდება გამოცდილი პერსონალის (მეტეოროლოგის) მიერ, რომელმაც გაიარა ამ პუნქტით განსაზღვრული სწავლებები და აქვს მინიმუმ ხუთი წლის სამუშაო გამოცდილება;
ბ) განმეორებით სწავლებას, რომელიც ტარდება მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ და მიმართულია კვალიფიკაციის შენარჩუნებისკენ;
გ) სპეციალიზებულ სწავლებას, რომელიც მიმართულია ახალი ფუნქციების, სტანდარტების, ტექნოლოგიების ათვისებისაკენ.
5. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პერსონალის სწავლების შედეგების შენახვას სამსახურში დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში.
6. მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადების, კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ №49 გამოცემაში („ტექნიკური წესები“, პირველი ტომი, „საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“, „ვ4“ თავი „კადრების განათლება“) და მმო-ის 1083 დოკუმენტში დადგენილ მოთხოვნებთან.
7. საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უნდა შეიმუშაოს და დანერგოს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს წესებს, პროცედურებსა და რესურსებს, რაც აუცილებელია მეტეოროლოგიური ინფორმაციის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
8. ხარისხის სისტემა, რომელიც დანერგილია ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (სსო) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების 9000 სერიას და სერტიფიცირებულ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანიზაციის მიერ.
9. მეტეოროლოგიური სამსახურის ხარისხის მართვის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, რომ მომხმარებლისათვის წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს დადგენილ მოთხოვნებს მოქმედების არის, ფორმატის, შინაარსის, გამოშვების სიხშირის, გაზომვების, დაკვირვებებისა და პროგნოზების სიზუსტის შესახებ.
10. საექსპლუატაციო მიზნებისათვის მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის დროს, ხარისხის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციის ვალიდაციისა და ვერიფიკაციის პროცედურებს, აგრეთვე მათი გადაცემისათვის ვადებს.
11. ხარისხის სისტემასთან შესაბამისობის დემონსტრირება უნდა ხორციელდებოდეს ინსპექტირებით. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ქმედებები ნაკლოვანების განსაზღვრისა და აღმოფხვრისათვის. შემოწმების ყველა შედეგს თან უნდა ახლდეს მტკიცებულება და უნდა იყოს დოკუმენტირებული.
12. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც მიეწოდებათ ამ წესის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს, ითვალისწინებს ადამიანური ფაქტორის ასპექტებს.
შენიშვნა: ინსტრუქციულ მასალას ადამიანური ფაქტორის შესახებ შეიცავს იკაოს DOC 9683.“.
4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ექსპლუატანტი ან საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი უზრუნველყოფს აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმირებას:
ა) ფრენის განრიგის შესახებ;
ბ) არარეგულარული ფრენების დაგეგმარების შესახებ;
გ) რეისის დაგვიანების, გაუქმების ან/და დათქმულ დროზე შეუსრულებლობის შესახებ.“.
5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, განკუთვნილი უნდა იყოს ადზ-ის გამოყენებული ზღურბლისათვის.“.
6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. დაკვირვება ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ, რომელიც გადაიცემა ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებით, METAR-ით და SPECI-ით, განკუთვნილი უნდა იყოს მთელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კომპლექსისათვის.“.
7. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-დედამიწა“ გამოყენებისას და ავტომატური დამოკიდებული დაკვირვებებისას (ADS-C-კონტრაქტი), ავტომატიზებული რეგულარული დაკვირვებები უნდა ჩატარდეს მარშრუტზე ფრენის დროის ყოველ 15 წუთსა და სიმაღლის აღების ეტაპზე პირველი 10 წუთის განმავლობაში ყოველ 0,5 წუთში.“.
8. 35-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მონაცემების გადამცემი ხაზის გამოყენებისას რეგულარული და სპეციალური შეტყობინებები საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაიცეს ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებსა (ზპმც) და რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულ ცენტრებში, სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ფარგლებში, ინტერნეტის გამოყენებით;“.
9. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. TAF-ის გამოცემისას აეროდრომის მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს არაუმეტეს ერთი მოქმედი TAF-ის არსებობას აეროდრომზე დროის ნებისმიერ მომენტში.“.
10. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ და წარმოადგენს ფრენის მარშრუტზე იმ ფაქტობრივი და/ან მოსალოდნელი ამინდისა და ატმოსფეროში სხვა მოვლენების მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე შეიცავს ამ მოვლენების დროსა და სივრცეში სავარაუდო განვითარების ინფორმაციას.“.
11. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი:
„ა.ზ) გროვა-საწვიმარი ღრუბლების, შემოყინულობისა და ტურბულენტობის;“.
12. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. ფიქსირებული საავიაციო კავშირის საშუალებების გამოყენება და საჯარო ინტერნეტის გამოყენება
ელექტროკავშირის საშუალებად ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის უნდა გამოიყენებოდეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება ან ოპერატიულობის თვალსაზრისით არაკრიტიკული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის საჯარო ინტერნეტი, მისი გამართულად მუშაობის შემთხვევაში, რეგიონალური ორმხრივი/მრავალმხრივი სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.“.
13. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უნდა მიიღოს ზპმს-ის მიერ მომზადებული რეგულარული ბადის კვანძებში პროგნოზები, რომლებიც მოიცავს:
ა) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850 ჰპა), 80 (750 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 210 (450 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა), 410 (175 ჰპა), 450 (150 ჰპა), 480 (125 ჰპა) და 530 (100 ჰპა);
ბ) მაქსიმალური ქარის მიმართულების, სიჩქარისა და სიმაღლის, ტროპოპაუზის სიმაღლისა და ტემპერატურის შესახებ ინფორმაციას;
გ) ტენიანობის მონაცემებს ფრენის ეშელონისათვის 50 (850 ჰპა), 80 (750 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა);
დ) ქარისა და ტემპერატურის მონაცემებს, აუცილებლობის შემთხვევაში და შესაბამის წერტილებში ფრენის ეშელონისათვის 530 (100 ჰპა) და 600 (70 ჰპა);
ე) გროვა-საწვიმარი ღრუბლების ქვედა და ზედა საზღვრის ინფორმაციასა და მონაცემებს მათი ჰორიზონტალური გადაჭიმულობის შესახებ ფრენის ეშელონის ერთეულში;
ვ) მონაცემებს შემოყინულობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 60 (800 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა);
ზ) მონაცემებს მოწმენდილ ცაზე ტურბულენტობის შესახებ ფენებისათვის, ფრენის ეშელონებისათვის 240 (400 ჰპა), 270 (350 ჰპა), 300 (300 ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა) და 450 (150 ჰპა);
თ) მონაცემებს ღრუბელში ფენებისათვის ფრენის ეშელონებისათვის ტურბულენტობის შესახებ 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა);
ი) მონაცემებს გეოპოტენციალური აბსოლუტური სიმაღლის შესახებ ფრენის ეშელონებისათვის 50 (850 ჰპა), 50 (850 ჰპა), 80 (750 ჰპა), 100 (700 ჰპა), 140 (600 ჰპა), 180 (500 ჰპა), 210 (450 ჰპა), 240 (400 ჰპა), 300 (300 ჰპა), 340 (240 ჰპა), 390 (200 ჰპა), 410 (175 ჰპა) და 450 (150 ჰპა); 480 (125 ჰპა) და 530 (100 ჰპა).
შენიშვნა 1. ამ პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ფენების სისქე, ცენტრირებული ფრენის ეშელონიდან შეადგენს 100 ჰპა-ის ეკვივალენტს.
შენიშვნა 2. ფენის სისქე ცენტრირებული ფრენის ეშელონიდან, რომელიც მითითებულია ამავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში, შეადგენს 50 ჰპა-ის ეკვივალენტს.“.
14. 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. METAR და SPECI ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა უნდა გავრცელდეს დამატებით ციფრული ფორმითაც.“.
15. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეტყობინება METAR და SPECI ეგზავნებათ მონაცემთა საერთაშორისო ბანკებსა (OPMET ) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.“.
16. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-11 პუნქტები:
„9. ავტომატური დაკვირვების ავტომატური სისტემების მეშვეობით უნდა განისაზღვრებოდეს და აისახებოდეს მიწისპირა ქარის გასაშუალოებული მნიშვნელობები და მნიშვნელოვანი ცვლილებები თითოეული სენსორიდან.
10. ქარის სიჩქარის საშუალო მნიშვნელობიდან გადახრის (დაქროლვა) გასაშუალოების პერიოდი უნდა შეადგენდეს სამ წამს ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებებისათვის, ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებისათვის, METAR-ისათვის, SPECI-ისა და სმმ-ის ორგანოებში განლაგებული ქარის მონიტორებისათვის, რომლებიც ასახავენ ქარის სიჩქარის საშუალო მნიშვნელობიდან გადახრას.
11. გადაცემული ქარის საშუალო მიმართულება და სიჩქარე, აგრეთვე ქარის სიჩქარის საშუალო მნიშვნელობიდან გადახრა (დაქროლვა) უნდა აღწევდეს იმ სასურველ საექსპლუატაციო პარამეტრებს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „А“ დამატებაში.“.
17. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თქეში ნალექების განსაზღვრა შეუძლებელია იმ მეთოდის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს კონვექციური ღრუბლების არსებობას, ავტომატიზებულ ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებებში, ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებსა და შეტყობინებებში METAR და SPECI ნალექები არ უნდა მიეთითოს თქეშის სახით.“.
18. 82-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ ღრუბლიანობის რაოდენობისა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის საზომად გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, დაკვირვების სიზუსტეს უნდა უზრუნველყოფდეს იმ ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია იკაოს 8896 დოკ-ის შესაბამისად. აეროდრომებისათვის, რომლებიც აღჭურვილია დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, ხელსაწყოები ღრუბლიანობის რაოდენობასა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დასაკვირვებლად, რომელთა მონაცემებიც გამოიყენება ადგილობრივი რეგულარული და სპეციალური შეტყობინებებისათვის, უნდა განლაგდეს ისე, რომ მიღებულ იქნეს ყველაზე ზუსტი მონაცემები ღრუბლიანობის რაოდენობისა და ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლის შესახებ გამოყენებული ადზ-ის ზღურბლის მიმართ. ამ მიზნით, ხელსაწყო უნდა განთავსდეს 1200 მეტრზე (4000 ფუტი) ნაკლებ მანძილზე დასაფრენი ზღურბლის წინ.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე მიეთითება 30 მეტრის სიდიდის სიზუსტით (100 ფუტი) 3000 მეტრამდე.“.
19. 85-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ავტომატურ ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებებში, ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, METAR და SPECI შეტყობინებებში ამ წესის 81-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნალექების სახეობებთან ერთად უნდა გადაიცეს ნალექების გაურკვეველი სახეობები შემოკლებით – „UP“, თუ ავტომატიზებული დაკვირვების სისტემის მიერ ვერ ხერხდება ნალექების იდენტიფიცირება.“.
20. 90-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო საჰაერო ხომალდიდან სამეტყველო კავშირის მეშვეობით მიღებულ სპეციალურ შეტყობინებას დაუყოვნებლივ გადასცემს ზმპც-სა და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის.“;
ბ) მე-5 პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: სხ-დან სპეციალური შეტყობინების ნიმუში, რომელიც გადაეცემა კავშირის ხაზით „მაღლა“ ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდებს, მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) მე-6 დამატების A6-1B ცხრილით.“.
21. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგნოზი TAF მეტეოსამსახურმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა უნდა გამოსცეს დამატებით ციფრული ფორმითაც.“.
22. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 94. პროგნოზები TAF-ის გავრცელება
პროგნოზები TAF და მათი კორექტივები ეგზავნება მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET ) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.“.
23. 98-ე მუხლის პირველი – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეტყობინება SIGMET-ის შინაარსი და ელემენტების თანმიმდევრობა შეესაბამება ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1A ცხრილში.
2. შეტყობინება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას SIGMET, ამოიცნობა, როგორც „SIGMET“.
3. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1A ცხრილის ნიმუშში, ასახავს ინფორმაცია SIGMET-ის რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01-დან (UTC) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე სიც-ს და/ან სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცალკეულ SIGMET-ს თითოეული სიც-ის და/ან სამეთვალყურეო რაიონისათვის მათი პასუხისმგებლობის ზონაში.
4. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1A ცხრილის ნიმუშის შესაბამისად, შეტყობინება SIGMET-ში ჩართულია მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა კრეისერულ ეშელონებზე (აბსოლუტური სიმაღლისაგან დამოუკიდებლად) შემდეგი შემოკლებებით:
ა) ჭექა-ქუხილი :
ა.ა) დაფარული – OBSC TS;
ა.ბ) შენიღბული – EMBD TS;
ა.გ.) ხშირი ჭექა-ქუხილი – FRQ TS;
ა.დ) ქარტეხილის ხაზი – SQL TS;
ა.ე) დაფარული სეტყვასთან ერთად – OBSC TSGR;
ა.ვ) შენიღბული სეტყვასთან ერთად – EMBD TSGR;
ა.ზ) ხშირი ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად – FRQ TSGR;
ა.თ) ქარტეხილის ხაზი სეტყვასთან ერთად – SQL TSGR;
ბ) ტროპიკული ციკლონი – მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარით TC (+ ციკლონის დასახელება) 34 კვანძი და მეტი 10 წუთის განმავლობაში;
გ) ტურბულენტობა – ძლიერი ტურბულენტობა – SEV TURB;
დ) შემოყინულობა:
დ.ა) ძლიერი შემოყინულობა – SEV ICE;
დ.ბ) ძლიერი შემოყინულობა გადაცივებული წვიმის შედეგად – SEV ICE (FZRA);
ე) მთის ტალღა – ძლიერი მთის ტალღა – SEV MTW;
ვ) მტვრიანი ქარიშხალი – ძლიერი მტვრიანი ქარიშხალი – HVY DS;
ზ) ქვიშის ქარიშხალი – ძლიერი ქვიშის ქარიშხალი – HVY SS;
თ) ვულკანური ფერფლი – VA (+ ვულკანის სახელწოდება, თუ ის ცნობილია);
ი) რადიოაქტიური ღრუბელი – რადიოაქტიური ღრუბელი – RDOACT CLD.“.
24. 98-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შეტყობინება SIGMET გადაეცემა მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.
8. მეტეოსამსახურმა ინფორმაცია SIGMET ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა უნდა გამოსცეს დამატებით ციფრული ფორმითაც.“.
25. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 99. შეტყობინება AIRMET
1. შეტყობინება AIRMET-ის შინაარსი და ელემენტების თანმიმდევრობა უნდა შეესაბამებოდეს ნიმუშს, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1A ცხრილში.
2. რიგითი ნომერი, რომელიც მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A6-1A ცხრილის ნიმუშში, ასახავს ინფორმაცია AIRMET-ის რაოდენობას, გამოცემულს მიმდინარე დღის 00.01-დან (UTC) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე სიც-ს და/ან სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცალკეულ AIRMET-ს თითოეული სიც-ის და/ან სამეთვალყურეო რაიონისათვის მათი პასუხისმგებლობის ზონაში.
3. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, აუცილებლობის შემთხვევაში, იყოფა ქვერაიონებად.
4. ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების“ მე-2 ნაწილის A6-1A ცხრილის ნიმუშის შესაბამისად, შეტყობინება AIRMET-ში ჩართულია კრეისერულ ეშელონებზე ფრენის ეშელონ 100-ზე დაბლა ან ფრენის ეშელონ 150-ზე დაბლა მთიან რაიონებში მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა, შემდეგი შემოკლებებით:
ა) მიწისპირა ქარის საშუალო საჩქარე SFC WSPD (+ქარის სიჩქარე და ვრცელ სივრცეზე 60 კმ/სთ (30 კვ) საზომი ერთეულები);
ბ) 5000 მ-ზე ნაკლები ხილვადობა მიწისპირას ვრცელ სივრცეზე და ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის იმ მოვლენების ერთობლიობა, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას – SFC VIS + BR,DS,DU,DZ,FC,FG,FU,GR,GS,HZ,IC PL,PO,RA,SA,SG,SN,SQ,SS ან VA);
გ) ჭექა-ქუხილი:
გ.ა) ცალკეული სეტყვის გარეშე – ISOL TS;
გ.ბ) იშვიათი სეტყვის გარეშე – OCNL TS;
გ.გ) ცალკეული სეტყვასთან – ISOL TSGR;
გ.დ) იშვიათ სეტყვასთან ერთად – OCNL TSGR;
გ.ე) ქარტეხილის ხაზი;
დ) მთების – მთები დაკეტილია – MT OBSC;
ე) დაფლეთილი ან მთლიანი ღრუბლიანობა ვრცელ სივრცეზე 300 მ-ის ან ნაკლებ სიმაღლეზე მიწის დონიდან:
ე.ა) დაფლეთილი – BKNCLD (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები;
ე.ბ) მთლიანი – OVC CLD (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები;
ე.გ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები:
ე.გ.ა) ცალკეული – ISOL CB;
ე.გ.ბ) იშვიათი – OCNL CB;
ე.გ.გ) ხშირი – FRQ CB;
ე.დ) კოშკისმაგვარი გროვა ღრუბლები:
ე.დ.ა) ცალკეული – ISOL TCU;
ე.დ.ბ) იშვიათი – OCNL TCU;
ე.დ.გ) ხშირი – FRQ TCU;
ვ) ზომიერი შემოყინულობა (გარდა, კონვექციურ ღრუბლებში წარმოქმნილი შემოყინულობისა) – MOD ICE;
ზ) ზომიერი ტურბულენტობა (გარდა კონვექციურ ღრუბლებში წარმოქმნილი ტურბულენტობისა) – MOD TURB;
თ) ზომიერი მთის ტალღა - MOD MTW.
5. ინფორმაცია AIRMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა მიმართაც გამოიცემა შეტყობინება AIRMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში. ინფორმაცია AIRMET-ში, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს ან გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.
6. შეტყობინება AIRMET ეგზავნება აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს, მეზობელი საფრენოსნო ინფორმაციის ცენტრის მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს, მეტეოროლოგიურ სამსახურებს, მათ შორის, შეთანხმების შესაბამისად.
7. მეტეოსამსახურმა ინფორმაცია AIRMET, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატის გარდა, უნდა გამოსცეს დამატებით ციფრული ფორმითაც.
8. თუ ინფორმაცია AIRMET გამოიცემა ციფრული ფორმით, ის უნდა დაფორმატდეს ინფორმაციის გაცვლის გლობალური ურთიერთთავსებადი მოდელის შესაბამისად, გაფართოებული მარკირების ენის (XML) და გეოგრაფიული მარკირების ენის (GMAL) გამოყენებით.
9. ციფრული ფორმით გამოცემული ინფორმაცია AIRMET უნდა გადაიცეს შესაბამისი მეტამონაცემების თანხლებით.
შენიშვნა: ინსტრუქციული მასალა ინფორმაციის გაცვლის XML/GML მოდელისა და პროფილის შესახებ გაწერილია საავიაციო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის სახელმძღვანელოში (DOC10003 ).
10. შეტყობინება AIRMET გადაეცემა საერთაშორისო მონაცემების ბანკებსა OPMET და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვის რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.“.
26. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 116. აუცილებელი დრო მეტეოროლოგიური ინფორმაციის გადასაცემად
ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შემცველი AFTN შეტყობინებებისა და ბიულეტენების გადაცემის დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, თუ რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით სხვა დრო არ არის განსაზღვრული.“.
27. 117-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზპმც-ის მონაცემების გადასაცემად უნდა გამოიყენებოდეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება ან საჯარო ინტერნეტი.“.
28. დანართი №1 და დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-14 და 21-ე პუნქტები, 24-ე პუნქტით გათვალისწინებული 98-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 25-ე პუნქტით გათვალისწინებული 99-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|