ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.142.016191
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
matsne.gov.ge 977 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.01.2018 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.12.2022 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 17.11.2025 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 28.02.2022 თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 07.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №14 2018 წლის 28 თებერვალი ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, 99-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 67-ე მუხლის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის  განკარგვის წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპ ა ლიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ეს წესი განსაზღვრავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს. 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას. 3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2℅-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართვილობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა 1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქვევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული  წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებული ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები, საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები; ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს; გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები; დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მათში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის; ე) ხარჯები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა, და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ვ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად; ზ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებელი ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის. მუხლი 3🔗. სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – „ჯგუფი“). 2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. 3. სამუშაო  ჯგუფს ხელმძღვანელობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო ჯგუფის წევრთა შემადგენლობაში შედიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები/მოხელეები და საკრებულოს წევრები. 4. სამუშაო ჯგუფს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას. 5. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოვალეობას, მერის ბრძანებით ასრულებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. მუხლი 4🔗. მუშაობის წესი 1. ჯგუფის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს მუნიციპალიტეტში ფიზიკური და იურიდიული პირისგან შემოსული განცხადება ან შეტყობინება. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წერილი, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს თანხა. 2. საკითხის განხილვისას სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას. 3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ან მერიის სხვა მოხელეს, რათა განცხადების შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად. 4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. 5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში. მუხლი 5🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება 1. ჯგუფი უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა კანონთან; ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი, იმსჯელოს თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის ოქმის შესახებ. ჯგუფის გადაწყვეტილება წარედგინება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციის თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. მუხლი 6🔗. სამუშაო ჯგუფის სხდომა 1. სამუშაო ჯგუფის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად. 2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 3. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. ხმათა თანაბარი რაიოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს. 5. ჯგუფის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც ხელს აწერს ჯგუფის ხელმძღვანელი, მდივანი და ყველა დამსწრე ჯგუფის წევრი. მუხლი 7🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა ხორციელდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოსცემს ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით აუცილებლობის შემთხვევაში. 2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა: ბ) შესრულებაზე  და კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემისთანავე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს  ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს. მუხლი 8🔗. წესში ცვლილების შეტანა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.