1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საქმეს და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

3. დირექტორი:

ა) ახორციელებს სააგენტოს მართვას, მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

დ) ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და სააგენტოს მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან;

ზ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს,  კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს მოსამსახურეების მიმართ განსაზღვრავს/გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;

ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

მ) ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ო) ამტკიცებს სააგენტოს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს;

პ) ამტკიცებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის წესდებას (დებულებას);

ჟ) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ(ებ)ის ხელმძღვანელს;

რ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

4. დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.

5. დირექტორი ანაწილებს მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებსა და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მათ საკურატორო სფეროებს.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისივე ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელ