1. სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი.
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და წყვეტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს საქმეებს, აძლევს დავალებებსა და მითითებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; უზრუნველყოფს სტრუქტრული ერთეულის მუშაობის ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ახორციელებს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას/ხელმოწერას;
ე) მოთხოვნის შემთხვევაში, წარადგენს პერიოდულ ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ;
ვ) წარადგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს და ამზადებს წინადადებებს მოსამსახურეთა პროფესიული გადამზადების საჭიროების შესახებ;
თ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.
3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორ