📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016420
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2018
matsne.gov.ge 284 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 28.02.2018 მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 20.03.2018 მესტიის მუნიციპალიტეტის გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 05.11.2014 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 23.02.2018 ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 81% 15.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 28 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.   მუხლი 3🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. მუხლი 4🔗 მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №38 (სსმ, 09/09/2013, 010250020.35.153.016178). მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე დანართი მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს: საგერბე ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი. ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე, გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში – ვერცხლის ორკაპა ჯვარი  და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია – ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში – მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის (თეთრი) გონიოთი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით. გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა – „მცხეთა“ და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთას აქვს ვერცხლის სარჩული. მცხეთის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს: მართკუთხა მეწამულ (წითელ) ნაჭერს პროპორციით 2/3. დროშის მეწამულ ველზე, ცენტრში, გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით.