📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016403
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
matsne.gov.ge 252 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ასლან საგანელიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.02.2016 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 23.03.2018 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 07.07.2021 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 13.07.2018 თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 05.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2018 წლის 28 თებერვალი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგინდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა“ დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 09/01/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016244); ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/09/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016100). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა გერბის ფარის ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომელზეც მოთავსებულია ორი ძოწისფერი ვაზის ფოთლიანი სტილიზებული ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი ძოწისფერ ველზე. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია „ამბროლაური“. ბაფთის სარჩული არის ძოწისფერი. დანართი №2 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს: მართკუთხა ნაჭერს პროპორციით 2/3; დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 3/4 და ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/4 და წარმოადგენს ვერცხლის ველს.