1. აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. აუქციონის გამოცხადება და ვაჭრობა ხორციელდება ვებგვერდზე www.eauction.ge ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ისეთ პერიოდულ გამოცემაში, რომელიც გამოიცემა არანაკლებ კვირაში ხუთჯერ მაინც და ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს ქონების განმკარგავი/სარგებლობის/მართვის უფლებით გამცემი ორგან