1. ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის ფორმებია:

ა) პირობებიანი ან უპირობო აუქციონი;

ბ) პირდაპირი მიყიდვა/მართვის უფლებით გადაცემა;

გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე;

დ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემას ახორციელებს სამინისტრო.

3. ქონების პირდაპირი მიყიდვის და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.

4. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირთან, რომელიც უზრუნველყოფს უძრავი ქონების პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას