სს “სტანდარტ დაზღვევა საქართველო“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა), სიცოცხლის დაზღვევის და გადაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/1-ლ
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №05/1-ლ

2018 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველოს“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით დაზღვევის (არა სიცოცხლისა), სიცოცხლის დაზღვევის და გადაზღვევის ლიცენზიებში ცვლილების შეტანის  შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“  ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე-14 მუხლის,  „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 28 - ე მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2015 წლის 18 მარტის №03 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების და გაცემის წესის“ და სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204540274)  2018 წლის 26 თებერვლის № 0001 მომართვის საფუძველზე:

ვბრძანებ:

1. სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204540274) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით:

1.1. „სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველოს“ დაზღვევის (არა სიცოცხლის), სიცოცხლის დაზღვევისა და გადაზღვევის ლიცენზიების გაცემის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ნოემბრის №147 ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა)  ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმის“ დაზღვევის (არა სიცოცხლისა), სიცოცხლის დაზღვევის და გადაზღვევის ლიცენზიების გაცემის შესახებ“

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204540274) დაზღვევის (არა სიცოცხლისა), სიცოცხლის დაზღვევისა და გადაზღვევის  ლიცენზიები.“

გ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია პრაიმზე“ შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის ფორმები დადგენილი წესით.“

დ) ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.“

ე) ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.“

2. ეს ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                           კონსტანტინე სულამანიძე