„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №38 |
|
2018 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016257) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ინკასაციას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ინკასაციის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) მეშვეობით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის – მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს (შემდგომში – დაცვის სამმართველო) და შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის მეშვეობით.“. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საშიში ტვირთების დაცვა-გაცილების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დამკვეთი წარმოადგენს საპატრულო პოლიციის მიერ გაცემულ ნებართვას შესაბამის მარშრუტზე ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასევე დაცვა-გაცილების შესახებ წერილობით მიმართავს დაცვის სამმართველოს გრიფით „საიდუმლო.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაცვა-გაცილების დაწყებიდან დამთავრებამდე, მთელი ღონისძიების განმავლობაში ეკიპაჟის წევრები უკავშირდებიან უშუალო უფროსსა და დაცვის სამმართველოს სამორიგეო დანაყოფს და გადასცემენ ინფორმაციას ოპერაციის თანამიმდევრობის, ეკიპაჟის ადგილსამყოფელის და გადაადგილების შესახებ.“. 3. მე-8 მუხლის: ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაცვა-გაცილების დროს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ეკიპაჟი იგერიებს თავდასხმას, რეგიონის მიხედვით და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მიმართავს პოლიციის შესაბამის დანაყოფს და დაცვის სამმართველოს სამორიგეო დანაყოფს, ცდილობს დასაცავი ობიექტის გაყვანას თავდასხმის ადგილიდან, ხოლო უკიდურესი ღონისძიების სახით უფლებამოსილია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში, ეკიპაჟი დაუყოვნებლივ მიმართავს სამინისტროს სსიპ – „112“-ს და დაცვის სამმართველოს სამორიგეო დანაყოფს, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს პერიმეტრის დაცვას, მესამე პირებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერიმეტრიდან უსაფრთხო მანძილზე გარიდებას.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. დაცვა-გაცილების დროს ეკიპაჟის წევრებს ეკრძალებათ რაიმე ინციდენტში ჩართვა, რომელიც უშუალოდ არ ეხება შესასრულებელ სამუშაოს (ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სხვა), გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულის შესახებ დაცვის თანამშრომლებმა უნდა აცნობონ პოლიციის შესაბამის და დაცვის სამმართველოს სამორიგეო დანაყოფს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|