„წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2018 წლის 5 მარტი ქ. წალკა |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი“
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„მუხლი 1
წალკის მუნიციპალიტეტის მერის და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის საკითხებს.“
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„მუხლი 2
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.“
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოაქვეყნონ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.tsalka.gov.ge) ან სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს წევრები ვალდებული არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს წევრების მიერ წარდგენილი ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (www.tsalka.gov.ge).“.
|