„ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 იანვრის №61 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №85 |
|
2018 წლის 6 მარტი ქ. ვანი |
1. დანართის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;“
2. დანართის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
3. დანართის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დანართის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამსახურის მისამართია: ქალაქი ვანი, თავისუფლების ქუჩა №65.“.
5. დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის ძირითადი მიზანი და ამოცანები
1. სამსახურის ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, მათ შორის ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პრობლემების დარეგულირება, მათი სოციალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა.
2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფა;
გ) განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, სოციალურად დაუცველთათვის ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელება და სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა;
დ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემების დარეგულირებისათვის ხელშეწყობა არსებული პროგრამების მიხედვით;
ე) სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარებებისა და შეღავათების გაწევა არსებული პროგრამების მეშვეობით;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავება;
ზ) II მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა კანონიერი უფლებების, სოციალური, ეკონომიკური და სხვა ინტერესების დაცვა;
თ) ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, საკრებულოსა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
6. დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს უფლება აქვს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვიტოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტისათვის სოციალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის საკითხი;
ბ) ითანამშრომლოს საქველმოქმედო და სხვა სახის ორგანიზაციებთან; ამასთან, მათ მიერ შესაბამისი ფულადი და მატერიალური დახმარების გაცემისას წარუდგინოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჩამონათვალი;
გ) თვალყური ადევნოს სოციალურად დაუცველთათვის კანონით დადგენილი შეღავათების განხორციელების სისწორეს, მოამზადოს წინადადებები ამ კონტინგენტისათვის მისი კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი შეღავათების დაწესების შესახებ;
დ) განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების დავალებათა შესრულებაზე, რომელიც ეხება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს.
2. სამსახური ვალდებულია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო უწყებების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ორგანიზაცია და მონიტორინგი;
ბ) უზრუნველყოს დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში მერისთვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენა;
გ) ხელი შეუწყოს პროგრამების დროული და სრული დაფინანსების ორგანიზაციას;
დ) დადგენილი წესით აღრიცხოს სოციალურად დაუცველი კონტინგენტი;
ე) კანონით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;
ვ) მიიღოს კორესპოდენციები, საქმიანი ქაღალდები, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და შუამდგომლობები, განიხილოს ისინი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები, შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.“.
7. დანართის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის რეორგანიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
|