ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020432
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება − საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №116
2018 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ბაკურიანისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ბაკურიანს მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრების აღწერილობა დანართის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორია
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:
ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=376626.813; Y=4615951.098) ემთხვევა ცხრაწყაროს გადასასვლელზე არსებულ 2454.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-დასავლეთით ბაკურიანი-ბურნაშეთის გზის გასწვრივ 4.9 კილომეტრზე №2 წერტილამდე;
ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=374762.229; Y=4612427.925) მდებარეობს ბაკურიანი-ბურნაშეთის გზაზე მდინარე ქციას გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით 5.25 კილომეტრზე №3 წერტილამდე;
გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X=369517.647; Y=4612407.450) ემთხვევა 2725.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 2.9 კილომეტრზე №4 წერტილამდე;
დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=366703.951; Y=4613079.188) ემთხვევა 2594.8 სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 6.4 კილომეტრზე №5 წერტილამდე;
ე) წერტილი №5 (კოორდინატებით: X=362508.755; Y=4617927.111) ემთხვევა 2561.3 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 9.0 კილომეტრზე №6 წერტილამდე;
ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით: X=360379.471; Y=4626672.384) ემთხვევა 1475.6 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.3 კილომეტრზე №7 წერტილამდე;
ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით: X=362280.617; Y=4627908.129) ემთხვევა 1677.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 3.4 კილომეტრზე №8 წერტილამდე;
თ) წერტილი №8 (კოორდინატებით: X=365677.332; Y=4628389.752) ემთხვევა 1687.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 5.9 კილომეტრზე №9 წერტილამდე;
ი) წერტილი №9 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა მისაქცევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1586.0 მ ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 2.3 კილომეტრზე №10 წერტილამდე;
კ) წერტილი №10 (კოორდინატებით: X=370657.087; Y=4628204.978) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.8 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ბორჯომულას №11 წერტილამდე;
ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით: X=369204.522; Y=4629273.469) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 5.4 კილომეტრზე №12 წერტილამდე;
მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა თორთისის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1996.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.2 კილომეტრზე №13 წერტილამდე;
ნ) წერტილი №13 (კოორდინატებით: X=381807.441; Y=4632001.785) ემთხვევა სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2196.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 7.5 კილომეტრზე №14 წერტილამდე;
ო) წერტილი №14 (კოორდინატებით: X=389143.905; Y=4630553.510) ემთხვევა 2000.2 მ. სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 6.8 კილომეტრზე №15 წერტილამდე;
პ) წერტილი №15 (კოორდინატებით: X=395868.875; Y=4629523.626) ემთხვევა 1888.1 მ. სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 5.76 კილომეტრზე №16 წერტილამდე;
ჟ) წერტილი №16 (კოორდინატებით: X=395942.020; Y=4623778.801) მდებარეობს სოფელი წითელსოფელის აღმოსავლეთით 0.2 კილომეტრის დაშორებაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1.7 კილომეტრზე №17 წერტილამდე;
რ) წერტილი №17 (კოორდინატებით: X=395394.928; Y=4622160.588) ემთხვევა 1982.0 სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.4 კილომეტრზე №18 წერტილამდე;
ს) წერტილი №18 (კოორდინატებით: X=386980.455; Y=4622852.964) ემთხვევა 1937.0 მ. სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.7 კილომეტრზე №19 წერტილამდე;
ტ) წერტილი №19 (კოორდინატებით: X=386142.979; Y=4621407.574) ემთხვევა მთა საბატკნევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 2272.9 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 3.0 კილომეტრზე №20 წერტილამდე;
უ) წერტილი №20 (კოორდინატებით: X=386753.994; Y=4618598.250) ემთხვევა მდინარის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2098.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდინარე ქციას 3.7 კილომეტრზე №21 წერტილამდე;
ფ) წერტილი №21 (კოორდინატებით: X=384759.762; Y=4615738.667) მდებარეობს მდინარე ქციას ხეობაში მდინარისა და გრუნტის გზის გადაკვეთასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება მდინარე ქციას ხეობას 3.5 კილომეტრზე №22 წერტილამდე;
ქ) წერტილი №22 (კოორდინატებით: X=381279.134; Y=4615253.770) მდებარეობს ბაკურიანი-ტაბაწყურის გზის გადაკვეთაზე მდინარე ქციასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება დასავლეთით 4.7 კილომეტრზე №1 საწყის წერტილამდე.
შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.