📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 3 აქტს

ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.03.2018
ძალის დაკარგვა 02.12.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №117
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020431
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 194 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2018 მიღება
02.12.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 3 აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №117 2018 წლის 6 მარტი ქ. თბილისი ბაკურიანის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, 26-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: ა)  ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1); ბ) ბაკურიანის თემატური გეგმების დამუშავების პირობები (დანართი №2); გ) ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №3); დ) ბაკურიანისა და დიდი მიტარბის სამთო-სათხილამურო არეალის თემატური რუკები (დანართი №4). მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბაკურიანის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა. მუხლი 3🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №491 დადგენილება; ბ) „ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 აგვისტოს №496 დადგენილება; გ) „ბაკურიანში, წრიული გზის აღმოსავლეთით მდებარე კოხტას ძირისა და 25-მეტრიანი ტრამპლინის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აგვისტოს №495 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი