აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.03.2018 ძალადაკარგული 28.02.2023
ნომერი
№01-01-6/22
სარეგისტრაციო კოდი
010320000.33.058.016121
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №01-01-6/22

2018 წლის 15 მარტი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მუხლი 2🔗

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრირამაზ ბოლქვაძე