„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“
მიღების თარიღი 15.03.2018
გამომცემი ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
ნომერი №02612/21
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შესადგენი დოკუმენტების ფორმების, მათი წარმოებისა და ჩაბარების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის
ბრძანება
№02612/21
2018 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანდართული ფორმა შემდეგი დამცავი ნიშნებით:
ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ანათებს ულტრაცისფერ სხივებში;
ბ) ექსკლუზიური გილიოშური ბადე;
გ) წყლის ნიშანი (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლოგოტიპი);
დ) მიკროშრიფტი, სადაც იკითხება „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“.
მუხლი 2🔗
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, გარდა საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს აუდიტის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელე.
მუხლი 3🔗
საქართველოს ორგანული კანონებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელე.
მუხლი 4🔗
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში პარტიის ან/და პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშები) ყადაღის დადებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2003 წლის 6 აგვისტოს №48ორგ ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის დამტკიცებისა და ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ და 2012 წლის 16 იანვრის №9/37 ბრძანება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“.
მუხლი 6🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი