📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.03.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016368
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,330 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ სალუქვაძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.04.2022 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 20.11.2017 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.06.2022 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №20 2018 წლის 16 მარტი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსა­ხურის დებულება, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/09/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132. 016217). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/09/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016220). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის (შემ­დგომ­ში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს. 2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ­გან­ვი­თარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეულების – განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან. 5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქ­ტე­ბითა და ამ დებულებით. 6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში. 8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­დგომ­ში – მე­რი) წინაშე. 9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე. 10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას. 11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა; ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე; ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით; ზ) მიუკერძოებლობა; თ) საქვეყნოობა და საჯაროობა; ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. მუხლი 3🔗. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები 1.  სამსახურის ამოცანებია: ა) ქალაქის სწორი ურბანული განვითარება, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ბ) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული და­გეგ­­­მვისა და ქალაქთმშენებლობის დო­კუმენტების შემუშავება; გ) მშენებლობის სფეროში შესაბამისი გა­დაწყვეტილებების მომზადება; დ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორ­ცი­ელე­ბა; ე) სამშე­ნე­ბ­ლო სამართალდარღვევის საქმის­წარ­მოება და თავისი კომპეტენციის ფარ­გლებ­ში, კანონ­­მდებლობით გათ­ვა­ლის­წინებული საქმიანობის განხორციელება. 2. სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექ­ტუ­რულ-ქალაქთმშენებ­ლო­ბი­თი პროცესე­ბის მართვა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეა­ლი­ზაციისათ­ვის კანონმ­დებ­ლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტა­ციის დამუშავება, მათი დამ­­­­­ტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამარ­თ­ლე­ბ­რივი აქტების პროექტების მომზადება; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითა­რებისა და რე­ა­ბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში, განხორციელებაში, კონკურსების ორგა­ნი­ზებაში მო­­­ნა­წილეობის მიღება; დ) მიწათსარგებლობის გეგმის შედგენაში, აგრეთვე, განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობი­ექ­­ტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; ე) მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორ­დი­ნა­ცია და მშე­ნებ­ლობის რეგულირება; ვ) დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტ­კი­ცე­ბის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემის თა­­ო­ბა­ზე შესა­ბა­მისი ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა; ზ) დადგენილი წესით, სპეციალური ზონალური შეთანხმების თაობაზე შესაბამისი ინდი­ვი­დუა­ლური ადმინისტრა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რივი აქტის პროექტის მომზადება; თ) დადგენილი წესით, I კლასის შენობა-ნაგებობების მშე­ნებ­ლობა/მონტაჟის ქალაქთმ­შე­­ნებ­­ლო­ბით დო­კუმენტებთან შესა­ბა­მისობის და მშენებლობის გან­­ხორციელების შესაძლებ­ლო­ბის და­და­ს­ტუ­რების თაობაზე შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართ­ლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა; ი) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესა­ბა­მი­სი ადმინის­ტ­რა­ც­ი­ულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომ­ზა­დე­ბა; კ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დად­გე­ნის თაობაზე შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ლ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების პრო­ცესში ესკიზების პროექტის შეთანხმება; მ) ისტორიული განაშენიანების ზონების განაშენიანებისა და განვითარების პროცესების მართვა; ნ) ისტორიული განაშენიანების ზონების რეგულირების დოკუმენტაციის დამუშავება, მათი და­მ­ტკიცებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართ­ლე­ბრივი აქტების პროექტების მომზადება; ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების, გამწვა­ნე­ბუ­ლი ტერიტო­რი­ების, გზე­ბის, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. და­გეგ­მა­რებაში მონა­წი­ლეობის მიღება; პ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების, მათ შორის უსაფრთხოების წესების დაც­ვა­ზე ზედამხედველობა და დარღვევის ფაქტების გამოვლენა, უნებართვო ან/და დარ­ღ­­ვევით მშე­ნე­ბარე ობი­ე­ქ­ტე­ბის შეჩერე­ბა­ზე, სამშე­ნებ­ლო დოკუმენ­ტა­ცია­სთან შესაბა­მისობაში მოყ­ვა­ნაზე ან/და დე­მო­ნ­ტა­ჟზე სამშე­ნე­ბ­ლო სამართალდარღვევის საქმის­წარ­მოება და კა­ნონ­მდებლობით გათვალის­წინე­ბული შესა­ბა­მისი გადაწყვეტილებების მიღება, სა­ჯარიმო სანქ­ცი­ების გა­მო­ყენება; ჟ) დასრულებული ობიექტების ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების თაობაზე შესა­ბა­მისი ადმინის­ტრა­­ციულ-სამართლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომზადება; რ) თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება, პროგ­რამების დაგეგმივისა და განხორციელებისათვის საჭირო შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება; ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარ­მო­ება; ტ) საქართველოსა და საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა; უ) დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართუ­ლე­ბე­ბი­სა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და ქა­ლაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში – საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები 1. სამსახური უფლებამოსილია: ა) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები; ბ) მოამზადოს მუნიციპალიტეტის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საპროექ­ტო-საინვესტიციო წინადადებები; გ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან; დ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე, და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში; ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, მოამზადოს ნებართვები და სამართლებრივი აქტების პროექტები; ვ) მონაწილეობა მიიღოს ქალაქის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების გან­ხორ­ციელებაში; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუბრკოლებლად შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში სამშენებლო და სხვა სახის ნორმების, წესების დაც­­­­ვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დო­­კუმენტაცია ნებისმიერი ფიზიკური ან/და იური­დიუ­ლი პირისაგან, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების განურჩევლად; თ) კანონმდებლობით და­დ­­გენილი წესით გასცეს მითითება, განსაზღვროს დარღვევის აღ­მო­ფ­ხვრის ღონისძიებები და ვადები, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან და დროულ შეს­რუ­ლე­ბა­ზე, მი­ი­ღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მითითების პირობების მის მიერ ან მესამე პი­რის მეშ­ვეო­ბით ან/და საკუთარი ხარ­ჯით შეს­რუ­ლების თაობაზე; ი) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; კ) დადგენილი წესით მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ; ლ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრ­ღ­ვე­ვი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ გამოიყენოს საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები; მ) საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამრ­ღვე­ვი პირის ძებნის, გა­ჩე­რების, დადგენის (იდე­­ნტიფიცირების) ან სხვა მიზნით, დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას; ნ) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მონაწილეობა, მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები ან დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები; ო) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილებების გან­ხორ­ციე­ლე­ბისას გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: რაცია, ფოტო-ვიდეო აპარატურა, გა­ზო­მვის მო­­წყობილობები, ასევე, სპეციალური მაშუქი და ხმოვანი მოწყობილობები, დასალუქი საშუა­ლე­ბები, ისარგებლოს სპეციალური უნიფორმით და ლოგოთი. პ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; ჟ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; რ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მო­თ­ხოვნები; გ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ყველა სახის სამშენებლო, სარე­კო­ნ­სტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქ­მია­ნობასთან დაკავშირებით დად­გე­ნი­ლი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; დ) დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზი­კური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდ­გე­ნი­ლი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილო­ბ­რივი დემონტაჟი; ე) ოპერატიულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება შემოსულ ინფორმაციაზე; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევთა მიმართ გამოი­ყენოს შე­სა­ბამისი პასუხისმგებლობის ზომები; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე; ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის, ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს; კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს; ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს; ო) მოთხოვნის შემთხვევაში შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს განხორციელებული საქმიანობის შესახებ; პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს; ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინი­ჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხის­მ­გე­ბელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება. 5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში სამსახურის უფროსის ფუნქციებს მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილება; ბ) საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილება; გ) ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება; დ) საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება. 3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წი­ნამდებარე დებულებით. მუხლი 7🔗. ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების უფლებამოსი­ლე­ბები 1.  ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ურბნული განვითარების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტაციის, ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და ამოქმედებას; ბ) უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესების დოკუმენტაციისა და სტრატეგიის შემუშავებას; გ) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დო­კუ­­მენ­ტების გეგმარებითი დავალებების გა­ცე­მის თაობაზე მუ­ნი­ცი­პალიტეტის შესაბამისი ორ­გა­ნო­ების გადაწყვეტილებათა პროექ­ტე­ბის მო­მზადებას; დ) უზრუნველყოფს ქალაქთმშენებლობითი და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დო­კუ­მენტების, მათი ნაწილების დამტკი­ცე­ბის ან/და მათში ცვლი­ლე­ბების შეტანის თაობაზე თვით­­­­­­­­მმარ­თველობის ორგანოების გა­და­წ­ყ­ვე­ტილებათა პრო­ე­ქ­ტე­ბის მომზადებას; ე) უზრუნველყოფს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთების საზ­­ღვრების დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინისტრა­ცი­ულ-სა­მართლებრივი აქტების პროე­ქ­ტების მომზადებას; ვ) მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსე­ბული ტე­რი­ტო­რიის გან­ვი­თარებისა და რეა­ბილიტაციის პროგრამების შემუშავებაში, განხორ­ცი­ელე­ბა­ში, კონ­­­კურსების ორგანიზებაში; ზ) მონაწილეობას იღებს გან­სა­კუთ­რებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებ­ლო­ბი­თი მნიშვნელობის მქონე, ახლად ასა­შე­ნე­ბელ და სარეკონსტრუქციო ობი­ე­ქ­ტების დაპროექ­ტე­ბის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში; თ) მონაწილეობას იღებს ქალაქის რეკრეაციული სივრცეების, გამწვა­ნე­ბუ­ლი ტერი­ტორიების, გზე­ბის, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. და­გეგ­მა­რებაში; ი) მონაწილეობას იღებს ქალაქის გამწვანების გეგმის შემუშავებაში, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების შედგენაში; კ) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილების უფლება­მოსილებები 1. საპროექტო და სამშენებლო ნებართვების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ურბანული განვითარების მარეგულირებელი  სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტაციასა და ურბანული განვითარების სტრატეგიასთან მშენებლობის ნებართვების გაცემის შესაბამისობას; ბ) უზრუნველყოფს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან, სამშენებლო პოლიტიკის გაუმჯობესების დოკუმენტაციასა და სტრატეგიასთან მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაბამისობას; გ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემის შესაბამისობას გამწვა­ნების, სატ­რან­სპორტო ინფრასტრუქტურის და ქალაქის ფუნქციონალური პროფილის გაძლიერება-დი­ვერ­სი­ფიკაციის სტრატეგიულ დოკუმენტებთან შესაბამისობას; დ) უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცე­ბას­თან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას; ე) უზრუნველყოფს არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავში­რე­ბულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტე­ბის მომზადებას; ვ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტ­რა­ციულ წარმოებას და ად­მინისტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას; ზ) უზრუნველყოფს I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებ­ლო­­­­ბით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერი­ლობით დადასტურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინის­ტრაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას; თ) უზრუნველყოფს სპეციალური ზონალური შეთანხმების თაობაზე შესაბამისი ინდივი­დუა­ლური ადმინისტრა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომზადებას, ახდენს სპეცია­ლური ზონალური შეთანხმების საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ, სამართლებრივ უზრუნ­ველ­­ყო­ფას; ი) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას და ად­მინის­ტ­რაციულ-სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექტების მომზადებას; კ) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების უფლე­ბა­მოსი­ლე­ბები 1. ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილება: ა) უზრუნველყოფს ისტორიული ნაწილის, მასში არსებული ძეგლების, მათი ისტო­რი­ულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი და ხელოვნური გარემოს შენარჩუნების და ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების მიზნით შესაბამისი წინადადებების, სამშენებლო და სხვა საქმიანობის მარეგულირებელი რეჟიმების დამდგენი დოკუმენტაციის შემუშავებას; ბ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საჭირო მონაცემების შეგროვებას, ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგული­რების დაცვის ზონის დოკუმენტაციის განხილვა-დამუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; გ) უზრუნველყოფს ქუჩათა ქსელის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბა­ნული გარემოს, ბათუმის ქუჩების ფუნქციური სტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით შესაბამისი წინა­და­დებების და პროექტების შემუშავებას; დ) უზრუნველყოფს ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონების დადგენისა და  ისტორი­ული, კულტურული, ესთეტიკური ფასეულობის მქონე ბუნებრივი ტერიტორიების განვითა­რების მიზნით შესაბამისი წინადადებების, დოკუმენტაციის შემუშავებას; ე) მონაწილეობას იღებს ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის შედგენაში და უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების და დოკუმენტაციის შემუშავებას; ვ) სწავლობს ისტორიული განაშენიანების ზონის ფარგლებში ნებისმიერი სახის სამშენებ­ლო თუ სხვა სახის სამუშაოების წარმოების შესაძლებელობის საკითხს, განიხილავს შესაბამის პროექტებს და აფასებს დასაშვებობის საკითხს ისტორიული განაშენიანების ზონებში პროექტე­ბით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების შესაძლებლობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში კულტურული მემკ­ვიდ­რეობის და ისტორიული განაშენიანების ზონების გამოყენების მიზნით შესაბამისი წინადა­დებების, პროგრამების შემუშავებას; თ) უზრუნველყოფს ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტების, სხვა ღირებული ობიექტის ინვენ­ტა­რიზაციას, სააღრიცხვო ბარათების წარმოებას და შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტების საფუძველზე განსაზ­ღვრული ძეგლების რეესტრის წარმოებას; ი) ამუშავებს ინფორმაციას ისტორიული განაშენიანების ზონის, ასევე ძეგლის ტერიტო­რი­აზე და მის  დამცავ ზონაში არსებული ობიექტების საკუთრების თაობაზე; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ისტორიულ ნაწილში მიმდინარე ნების­მიერი სახის სამშენებლო სამუშაოების (რესტავრაცია, რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, ახალ­მშე­ნებლობა და ა.შ.) რეგულირებისა და მართვის ეფექტურ მექანიზმს და ითანხმებს სამუ­შა­ოების წარმოების შესაძლებლობას; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ისტორიული განაშენიანების ზონე­ბის ფარგლებში სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების ექსპერტიზას; მ) შეიმუშავებს წინადადებებს და პროექტებს ისტორიული განაშენიანების ზონების ფარ­გლებში ქალაქის გამწვანებისა და რეკრეაციული რესურსების ორგანიზაციის საკითხებზე; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და მონაწილეობას იღებს თემა­ტუ­რი რუკების შედგენაში; ო) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსი­ლებები 1. საპროექტო და სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება: ა) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ყვე­ლა სახის სამშენებლო საქმიანობაზე, სამშენებლო სამუშაოების განხორ­ციე­ლებისას სამშენებლო ნორმების, წესების, მათ შორის უსა­ფ­რ­თხოების წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქ­ტე­ბის მოთხოვნათა დაც­ვა­ზე, სამშენებლო საქმიანობის წარმო­ები­სას სა­მუ­შ­აოების სანებართვო პირობების შესაბამი­სო­ბის დაცვაზე; ბ) ახდენს უნებართვო ან/და დარ­ღ­­ვევით მშე­ნე­ბარე ობი­ე­ქ­ტე­ბის გა­მო­ვ­­ლენას და მათზე სათანადო რეაგირების განხორციელებას; გ) განყოფილების მოხელეების მეშვეობით, ახორციელებს სამშენებლო სამართალ­დარ­ღ­ვე­ვის საქმისწარმოებას, ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მი­თი­თებას, სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გო­ნი­ვრულ ვადას, ად­გენს შემოწმების აქტს, სამართალდამრღვევს უგზავნის საქმის განხილვის (ზე­­პირი მოსმენის) შე­სა­ხებ უწ­ყებას (შე­ტ­ყო­ბინებას), ატარებს ზეპირ მოსმენას, ახორციელებს  სა­მარ­თალ­­დარღვევის საქ­მის­წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შე­სა­ბა­მისი სამართლებრივი აქ­ტის პროექტს ხელმოსაწერად წარუდგენს სამსახურის უფროსს; დ) სამშენებლო სამართალდარღვევათა თავიდან ასა­ცი­ლებლად კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს პრევენციულ ღონისძიებათა დაგეგმვას და განხორციელებას;  ე) ახორციელებს დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით კანო­ნ­მ­დე­ბლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და ამზადებს ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების ან მი­ღე­ბა­ზე უარის თქმის შე­სა­ხებ შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქ­ტის პროექტებს; ვ) ახორციელებს სამშენებლო სატრანსპორტო ტექნიკით საზო­გა­დო­ე­ბრივი ად­გი­ლებით სარგებლობის შეზღუდვის უფლების (ნებართვა, თანხმობა, დადას­ტუ­რე­ბა) მინიჭების თაობაზე ადმი­ნის­ტ­რა­ციულ წარმოებას და შე­სა­ბა­მისი სამართლებრივი აქ­ტის პროექტს ხელმოსაწერად წარუდგენს სამსახურის უფროსს; ზ) ახორიციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭე­ბულ, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით გან­საზ­ღვრულ სხვა უფ­ლებამოსილებებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შეს­რულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები 1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მარ­­თლებრივი აქტები. მუხლი 12🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება  1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით. 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის სა­კუთ­რებას. მუხლი 13🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.