„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.132.016379
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №31

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 01/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132. 016225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეული;“;

 ბ) დადგენილების პირველ პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ ქვეპუნქტი:

 „დ1) ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეული;“;

 გ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეული – 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე; გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.

ბ) რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის ქუჩის კენტ მხარეს; შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთამდე; ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; 26 მაისისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს და ტბელ აბუსერიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;

 დ) ბაგრატიონის პირველი ადმინისტრაციული ერთეული – ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს; ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის მხარეს; ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს; შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს; მამია ვარშანიძის და სულაბერიძის ქუჩების კვეთიდან სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე სულაბერიძის ქუჩის კენტ მხარეს; სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე 26 მაისის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“.

 დ) დადგენილების მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ ქვეპუნქტი:

 „დ1) ბაგრატიონის მეორე ადმინისტრაციული ერთეული – ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ და ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს; ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან 26 მაისისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“;

 ე) დადგენილებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების სქემატური რუკა, თანახმად დანართისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.03.2018.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.03.2018. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.132.016379.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №31, 16.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016379 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4104174/