ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.160.016475
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევანი ონიანი | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის მიერ გაცემული
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესის შესაბამისად მოსარგებლესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე კონტროლის განხორციელების ინსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2018 წლის 21 მარტი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №1);
ბ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითების ფორმა (დანართი №2);
გ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, უწყების ფორმა საქმის განხილვის თაობაზე (დანართი №3);
დ) დათვალიერების ოქმის ფორმა (დანართი №4);
ე) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, „შემოწმების აქტის“ ფორმა (დანართი №5);
ვ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-19, მე-20 ნაწილის შესაბამისად „საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ“ აქტის ფორმა (დანართი №6).
მუხლი 2🔗
დადგენილების პირველი მუხლის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ პუნქტებით დამტკიცებული დოკუმენტაციის შევსების უფლებამოსილება მიენიჭოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის და მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებით დამტკიცებული დოკუმენტაციის შევსების უფლებამოსილება მიენიჭოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის და მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების (ნიმუშების) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენება-აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ „თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 23 თებერვლის №97 დადგენილება (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი: 01025002035160005229; თარიღი: 05.03.2007).
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი