სს „ავტოფირმა 6“-ის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

განცხადება

სს ,,ავტოფირმა 6“-ის აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

 

   
   

ფიზიკური პირი ბახტურიძე ნატალია (პირადი ნომერი 01024012482; დაბადების თარიღი 17/05/1954), როგორც სააქციო საზოგადოება „ავტოფირმა 6“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი 208147192) ჩვეულებრივი სახელობითი აქციების 95.35213 პროცენტის მფლობელი, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534  მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს დანარჩენი (მინორიტარი) აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „ავტოფირმა 6”-ის ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, ფიზიკური პირი ბახტურიძე ნატალია განცხადებით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასისა და გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

სს „ავტოფირმა 6“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ფიზიკური პირი ნატალია ბახტურიძე ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, სს „ავტოფირმა 6“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „ავტოფირმა 6“-ის აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „ავტოფირმა 6“-ის რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია გაყოფის გზით 2 (ორი) სამეწარმეო სუბიექტად, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ნატალია ბახტურიძეს ქ. თბილისში, მიცკევიჩის ქ. №25, ბ. 110; ტელეფონის №: 599 797 921.

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ სს „კავკასრეესტრი“ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული; ტელ : (+995 32) 2 500 211; ელ.ფოსტა: info@kavkasreestri.ge

 

ნატალია ბახტურიძე