„სს ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ განცხადება რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

(მოსაწვევი)

სს ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ რიგგარეშე საერთო კრების განმეორებით მოწვევის შესახებ

სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ (შემდგომში ,,საზოგადოება“) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი გიწვევთ სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც ჩანიშნული იყო 20.03.2018-ში, მაგრამ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვერ შეიკრიბა საჭირო რაოდენობა და კრება იყო გადაწყვეტილებაუუნარო.

აქციონერთა საერთო კრება გაიმართება 2018 წლის 19 აპრილს, 12.00 საათზე, ბაღდათის რაიონში, სოფ. ქვედა დიმში, საზოგადოების ადმინისტრაციულ შენობაში (ადმინისტრაციული შენობა, I სართული).

სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ აქციონერთა სააღრიცხვო დღე დადგინდეს 2018 წლის 23 მარტი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ აქციათა რეგისტრატორთან მისამართზე: ბაღდათი,ქვ. დიმი; ტელ.: 595712717.

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქციონერებს, რომლებსაც საზოგადოების აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ საზოგადოების ადმინისტრაციას მისამართზე: ბაღდათის რაიონი, სოფ. ქვედა დიმი, ------- (ადმინისტრაციული შენობა, I სართული), ტელ.: 595712717.

სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები :

1. სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადარჩევის შესახებ;

2. სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები :

აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს ,,ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს’’ ადმინისტრაციას.

აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და დაუჭიროთ მხარი დღის წესრიგის საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

სს „ბაღდათის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ადმინისტრაცია

დირექტორი: დავით კიკნაველიძე