„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016426
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2018 წლის 22 მარტი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016353) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისიების თავმჯდომარეებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების  შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.“;

ბ) 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 116. პეტიცია

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0.5%;

ბ) დასახლების საერთო კრებას.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს  უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღრულ საკითხებზე პეტიციის ინიცირების პროცედურის დაწყების შესახებ მიმართოს საკრებულოს აპარატს განცხადებით.

3. პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), პეტიციის სახით წარსადგენი საკითხის დასახელება. განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

4. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ განცხადებას და 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტებს გადასცემს პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას ან/და საკითხი გადაწყვეტილია, საკრებულო დასაბუთებულ უარს ამბობს განცხადების განხილვასა და მხარდამჭერთა სიის ბლანკების გაცემაზე.

6. საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ მხარდამჭერთა თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.

7. ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი პირის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება.

8. პეტიციის ინიციირების თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა.

9. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარდგენილი სიის ნამდვილობას;

10. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ე) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ვ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.

11. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს  საერთო კრების ოქმის ნამდვილობას.

12. ოქმი ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ოქმის ნომერი;

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;

დ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;

ე) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ხელმომწერი პირის/პირების სახელი და გვარი.

ვ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს პირი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

13. შემოწმების შედეგად თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები პეტიციის წარმდგენ პირს, მომხსენებელს/მომხსენებლებს  უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

14. დასახლების საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში პეტიციის წარმდგენ პირს უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე.

15. თუ პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად აკმაყოფილებს კანონისა და რეგლემენტის მოთხოვნებს გაიცემა „პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია