ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2018
ძალაში შესვლა 16.04.2018
გამომცემი ორგანო ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.131.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,063 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.03.2018 მიღება
16.04.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.10.2017 ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.03.2018 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 13.05.2022 ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.03.2018 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2018 წლის 23 მარტი ქ. ქობულეთი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის  დებულება თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ნოემბრის  №24 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 16 აპრილიდან.ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი დანართი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულება . თავი I ზოგადი დებულებები და საქმიანობის პრინციპები მუხლი 1🔗 1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის  არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური (შემდგომში – სამსახური“) არის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსი“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელება: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის  სამსახური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეებისგან. 5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას,  საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს. 6. პირველადი სტრუქტურული ერთეული – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის  სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში. 7. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი №141. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები 1.სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; თ )სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. თავი II სამსახურის უფლებამოსილებები,სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 3🔗. სამსახურის  უფლებამოსილებები 1.არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა, უფლებრივი ზონირება; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავება; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადება; ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავება; თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება; ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, შეთანხმება; კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზება; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; მ) ორგანიზებას უწევს არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ნ) უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასთან და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას; ო) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვის განხორციელებას და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესრულებაზე ზედამხედველობას; პ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პროცესის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებულ პირთათვის; ჟ) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე მონიტორინგს; რ) უზრუნველყოფს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვასა და ქალაქთმშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში შესატანი ცვლილებების და დამატებების პროექტების მომზადებას; ს) უზრუნველყოფს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზონებად დაყოფასთან, მათი საზღვრების დადგენასთან და შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების (პროექტების) მომზადებას, აგრეთვე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას; ტ) უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებას; უ) უზრუნველყოფს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზებას; ფ) უზრუნველყოფს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზებას; ქ) უზრუნველყოფს მის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადებას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის წარდგენას; ღ) უზრუნველყოფს გარე რეკლამისა და შენობა-ნაგებობის ფასადებზე განთავსებული რეკლამების იერსახის შეთანხმებას; ყ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; შ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილ ან შესაძლო დარღვევების თაობაზე სათანადო წინადადებების და დასკვნების მომზადებას და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში წარდგენას; ჩ) უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების კანონით დადგენილ ვადებში განხილვას; ც) უზრუნველყოფს მერის, მერის მოადგილეების ცალკეული დავალებების შესრულებას; ძ)  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. თავი III სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი (შემდგომ-სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრე­ბული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;  ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მო­­სამ­­სა­ხურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკის­რე­ბის,  მოსამ­სა­ხურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსა­ხურეთა   სამსა­ხუ­რებ­რივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და  მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; დ) ამზადებს ქობულეთის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს; ე) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრუ­ლებულ სამუშაოთა შესახებ; ვ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნებ­სა და რეკომენდაციებს; ზ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; თ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუ­ქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლობასთან შე­საბა­მისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართვე­ლობი­სათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; ი) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; კ) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიებ­ში; ლ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; მ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, მერის პირველი მოადგილის  და  მერის  მოადგილის ცალ­კეულ დავალებებს; ო) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტ­რა­ციულ-სამართლებრივ აქტს; პ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს; ჟ) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­სილება; რ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 2.სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით,“ მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის ან/და უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე - უფროსი სპეციალისტი. 3. სამსახურის საჯარო მოხელეების  უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. 4. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თი­ე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კოდექსის“ შე­სა­ბა­მი­სად. თავი IV სამსახურის სტრუქტურა მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. არქიტექტურული და სივრცითი მოწყობის სამსახური შედგება: ა) სამსახურის უფროსისაგან; ბ) სამსახურში შემავალი საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურეობრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი V სხვა დებულებები მუხლი 6🔗 სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 7🔗 წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.