საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2018
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №140
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020455
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 05.06.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 11.06.2014
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №140
2018 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
მუხლი 1🔗
საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში საჯარო მოხელეთა და სხვა პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე ამავე სფეროში კვლევითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი).
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
1. განახორციელოს ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი.
2. უზრუნველყოს ინსტიტუტის დებულების დამტკიცება.
3. უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 3🔗
ინსტიტუტი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №382 დადგენილებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 4🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №382 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი