📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №152
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020467
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,210 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
ტექნოლოგიური პარკი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ინოვაციების ქუჩა №7-ში შექმნილი სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირს  აწვდის  ამ დადგენილებით  განსაზღვრულ მომსახურებას
მუხლი 2
ტექნოლოგიური პარკის წევრობა
სტატუსი, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს  ტექნოლოგიური პარკის მომსახურება
მუხლი 2
ტექნოლოგიური პარკის წევრი
ნებისმიერი პირი, რომელიც ამ დადგენილების შესაბამისად გაივლის რეგისტრაციას
მუხლი 2
ბიზნესინკუბატორი
სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც  უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას
მუხლი 2
ბიზნესინკუბატორის წევრობა
ერთწლიანი სტატუსი, რომელიც ენიჭება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბიზნესინკუბატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირს
მუხლი 2
მომსახურების საფასური
საფასური, რომელსაც პირი იხდის ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნოლოგიური პარკის ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ
მუხლი 2
ფაბლაბი (Fab Lab)
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (3)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
სტანდარტული პაკეტი: 500 ლარი
სრული პაკეტი: 1500 ლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციური პროექტების ტექნოლოგიების გადაცემის წესის დამტკიცებისა და მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 19.03.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 17.05.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 19.05.2021 დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 16.01.2023 დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 17.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №152 2018 წლის 29 მარტი    ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების  სახეები  და  საფასური“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №237 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების  და  ტექნოლოგიების  სააგენტოს  ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეები და საფასური თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗.  მოქმედების სფერო ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიური პარკის სივრცეში გაწეული მომსახურების სახეებს, გაწეული მომსახურების საფასურს და აღნიშნული საფასურისაგან გათავისუფლების პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა)  ტექნოლოგიური პარკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ინოვაციების ქუჩა №7-ში შექმნილი სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირს  აწვდის  ამ დადგენილებით  განსაზღვრულ მომსახურებას; ბ) ტექნოლოგიური პარკის წევრობა – სტატუსი, რომელიც პირს ანიჭებს უფლებას, მიიღოს  ტექნოლოგიური პარკის მომსახურება; გ) ტექნოლოგიური პარკის წევრი  –  ნებისმიერი პირი, რომელიც ამ დადგენილების შესაბამისად გაივლის რეგისტრაციას; დ) ბიზნესინკუბატორი – სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის წესით შერჩეული დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც  უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას; ე) ბიზნესინკუბატორის წევრობა – ერთწლიანი სტატუსი, რომელიც ენიჭება სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბიზნესინკუბატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ პირს; ვ)  მომსახურების საფასური – საფასური, რომელსაც პირი იხდის ამ დადგენილებით განსაზღვრული ტექნოლოგიური პარკის ფასიანი მომსახურების სანაცვლოდ; ზ) ფაბლაბი (Fab Lab) – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას. თავი II ტექნოლოგიური პარკის წევრობა მუხლი 3🔗. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი 1.  ტექნოლოგიური პარკის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიკური პირი. 2. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი პირს ანიჭებს ტექნოლოგიურ პარკში გამართულ საჯარო ღონისძიებებში,  ტრენინგებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის უფლებას, ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას და სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის („საქპატენტის“) საკონსულტაციო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. 3. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება ხდება ტექნოლოგიური პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://techpark.ge) რეგისტრაციის გზით, რაც დასტურდება შესაბამისი ბარათით, რომელსაც სააგენტო გადასცემს პირს რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიურ პარკში პირველი ვიზიტისას. 4. ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსის მოპოვება არის უფასო. 5. სააგენტო უფლებამოსილია, პირს შეუწყვიტოს ტექნოლოგიური პარკის წევრის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირი არღვევს ტექნოლოგიურ პარკში სააგენტოს მიერ დადგენილ უსაფრთხოების/ქცევის წესებსა და მომსახურებისათვის დადგენილ პირობებს. თავი III ბიზნესინკუბატორი მუხლი 4🔗. ტექნოლოგიური პარკის მომსახურება  ბიზნესინკუბატორის წევრებისათვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტექნოლოგიური პარკის ბიზნესინკუბატორის კონკურსში გამარჯვებულ პირებს ენიჭებათ ბიზნესინკუბატორის წევრის სტატუსი. ბიზნესინკუბატორის წევრობა უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურების მიღებას: ა) ვირტუალური ინკუბატორის მომსახურება –   ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გარდა, ვირტუალური ბიზნესინკუბატორის წევრობა პირს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს ტექნოპარკში ხელმისაწვდომი საკონსულტაციო მომსახურებით, სატრენინგო ოთახებითა და  საკონფერენციო დარბაზით; ბ) ინკუბატორის მომსახურება –  ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი მომსახურების გარდა, ინკუბატორის წევრობა დამატებით ანიჭებს პირს უფლებას, ისარგებლოს რეზერვირებული სამუშაო სივრცით. თავი IV ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბის მომსახურების  პირობები მუხლი 5🔗. ფაბლაბის მომსახურება და საფასური ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბში მიიღოს ამ მუხლით განსაზღვრული შემდეგი ფასიანი მომსახურებები: ა) მომსახურება, რომლის ღირებულება გამოითვლება დახარჯული დროის ან/და მასალის მიხედვით: ბ)  3D სკანირების (Artec Spyder) მომსახურების საფასური  შეადგენს: გ) PCB დანადგარის მომსახურების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:           y = 0.6 x + 300 ლარი, სადაც y არის საფასური, ხოლო x არის ბეჭდური პლატების რაოდენობა. მუხლი 6🔗. ფაბლაბით სარგებლობის პირობები და შეღავათები სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს ფაბლაბით სარგებლობის წესი, ინვენტართან დაშვებისა და გამოყენების პირობები, ასევე დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში,  ინოვაციურ იდეებსა და პროტოტიპებზე სამუშაოდ ფაბლაბით სარგებლობის საფასურისაგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი და მეწარმე სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. თავი V   ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით, სატრენინგო ოთახითა და სამუშაო სივრცით სარგებლობის, ასევე ღონისძიების ორგანიზების პირობები მუხლი 7🔗. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება 1. ტექნოლოგიური პარკის საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის უფლება გულისხმობს საკონფერენციო დარბაზისა და შესაბამისი აპარატურის გამოყენების უფლებას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების და ასევე ტექნოლოგიური პარკისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ღონისძიებების ჩატარების მიზნით, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ტექნოლოგიური პარკისთვის  პრიორიტეტულ სფეროებს განსაზღვრავს სააგენტო. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. 3. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის.  მუხლი 8🔗. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური 1. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის  საფასურია: სამუშაო დღეები – 9 საათიდან 16 საათამდე სამუშაო დღეებში – 9 საათიდან 24 საათამდე უქმე და არასამუშაო დღეები – 9 საათიდან 16 საათამდე უქმე და არასამუშაო დღეები – 9 საათიდან 24 საათამდე სტანდარტული პაკეტი: 500 ლარი 800 ლარი 1000 ლარი 1250  ლარი სრული პაკეტი: 1500 ლარი 2300 ლარი 2500 ლარი 3000 ლარი. 2. სტანდარტული პაკეტის აღჭურვილობა მოიცავს პროექტორს, გასაშლელ ეკრანს, ორ მიკროფონსა და 200 სკამს. 3. სრული პაკეტის საფასური მოიცავს სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაციას. მუხლი 9🔗. სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება 1. ტექნოლოგიური პარკის სატრენინგო ოთახით სარგებლობის უფლება გულისხმობს დაინტერესებული პირის მიერ სატრენინგო ოთახით, მასში განთავსებული ინვენტარითა და აპარატურით დროებით სასყიდლიან და მიზნობრივ გამოყენებას, რაზეც სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. 2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს სატრენინგო ოთახით სარგებლობის წესი, მათ შორის, დაადგინოს სარგებლობის საფასურის შეღავათები. კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატრენინგო ოთახის სარგებლობის საფასურისგან გაათავისუფლოს პირი ისეთი უფასო ტრენინგების ჩატარებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში დამწყები ინოვაციური კომპანიების განვითარების ხელშეწყობას. მუხლი 10🔗. სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური 1. სატრენინგო ოთახით („Carl Sagan“) სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 50 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 100 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს სმარტდაფას და 30 სკამს. 2. პერსონალური კომპიუტერებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 100 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 150 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს 20 ლეპტოპს,  20 სკამსა და 10 მაგიდას. 3. iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საათობრივი ტარიფით: სამუშაო დღეებში – 150 ლარი, ხოლო უქმე დღეებში – 200 ლარი. 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას. სატრენინგო ოთახის აღჭურვილობა მოიცავს 15 iMac-ს, 15 სკამსა და 15 მაგიდას.   მუხლი 11🔗.  ტექნოლოგიური პარკის სამუშაო სივრცე სააგენტო უფლებამოსილია, კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ტექნოლოგიურ პარკში უსასყიდლოდ უზრუნველყოს სამუშაო სივრცით ინოვაციურ იდეებსა და პროექტებზე სამუშაოდ. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.  მუხლი 12🔗. ღონისძიების ორგანიზების მომსახურება  1. სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს ტექნოლოგიურ პარკში ამ დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ორგანიზების მომსახურება.  მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, რაც მოიცავს ღონისძიებისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებას (მათ შორის, კვებითი მომსახურების, დამატებითი ტექნიკის ან თარჯიმნის მომსახურების ორგანიზებას, ასევე ღონისძიებისთვის საჭირო სარეკლამო მასალის დამზადების ორგანიზებას). 2. სააგენტო უფლებამოსილია, ღონისძიების ორგანიზების მომსახურების  ფარგლებში ან დამოუკიდებლად, დამატებით გასწიოს ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურება.  ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის მომსახურების საფასური დღეში შეადგენს 300 ლარს. მუხლი 13🔗. ანგარიშსწორების ფორმა ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება სააგენტოსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.