საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე

მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2429
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024800
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
matsne.gov.ge 240 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 01.09.2016 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 81% 12.07.2017 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 78% 23.10.2014 „შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 77% 07.02.2019 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 29.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2429 2017 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ კომპანია სეფიდთან (Cepheid) გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –  ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული GEO-T-NCDC ხელშეკრულებით  გათვალისწინებული გრანტის („ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“) ფარგლებში, კომპანია სეფიდისგან (Cepheid HBDC SAS) ქვეყანაში უკვე არსებული GeneXpert-აპარატებიდან 19 ერთეული აპარატისთვის (რომელიც შესყიდული იყო 2016 წლამდე)  3-წლიანი  საგარანტიო  მომსახურებისა და 2 (ორი) ერთეული საკალიბრაციო კიტის შესყიდვაზე „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის  17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ (შემდგომში – წესი) მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ამავე წესის მე-11 მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებითა და მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი პირობებისაგან განსხვავებული პირობები და უფლება მიეცეს ცენტრს, კომპანია სეფიდთან (Cepheid HBDC SAS) გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში გაათავისუფლოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენისგან და წინასწარი ანგარიშსწორება აწარმოოს შესაბამისი გარანტიის მოთხოვნის გარეშე. პრემიერ-მინისტრი                                                                            გიორგი კვირიკაშვილი