შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2431
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024803
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მიცემის,35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე ხე-ტყის ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელებისას კომპენსაციის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2431
2017 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიისთვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:
1. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი 200-ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობისთვის ტერიტორიაზე მისასვლელი სამანქანე გზის მოსაწყობად, შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიას“ (ს/კ: 416330116) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს სახელმწიფო საკუთრებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.07.04.529) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის „პატარა თელადუმას“ (Ulmus minor Mill.) 16 (თექვსმეტი) ინდივიდი.
2. შპს „საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია“ ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი