ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 02.04.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016430
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 15.02.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებისა და შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ადმინისტრაციული წარმოებისას გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის დოკუმენტების (მითითება, შემოწმების აქტი, შემოწმების აქტი (მითითების გარეშე), უწყება, დათვალიერების ოქმი, სააღსრულებო ფურცელი) ფორმების დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სამართალდარღვევის საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2018 წლის 2 აპრილი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების ოქმის და შემოწმების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითების აქტის ფორმა დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის ფორმა დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მითითების ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 თებერვლის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 20/02/2013 წ. 010250020.35.158.016118).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე
მითითების აქტი № ------------
შედგენის ადგილი: ----------------- შედგენის თარიღი: -------------------
დამრღვევის ვინაობა და მისამართი --------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, მაიდენტიფიცირებელი დოკუმეტის მონაცემები)
სამშენებლო საქმიანობის ობიექტი: -------------------------------------------------------------------------
(მისამართი, საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნული გათვალიწინებულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა
და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ --------------------- მუხლის ----------------------------------------
დარღვევის გამოსწორების ვადა: ---------------------------------------------------- დღე
მითითების აქტი შედგენილია და ხელმოწერით ვადასტურებთ: --------------------------------------
(შედგენაზე უფლებამოსილი პირების სტატუსი, სახელი, გვარი, ხელმოწერა )
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------- ----------------------------
მითითების აქტი ჩაბარდა და გაეცნო: ---------------------------------------------------------------------
(განთავსების ადგილი)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად შესრულდა. (საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი).
თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდამრღვევის საქმის წარმოება წყდება 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი).
თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –
ბრძანებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25- მუხლის მე-9 პუნქტი).
დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –
ბრძანებას საურავის დაკისრების შესახებ (25-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებულ ვადაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება (საქართველოს კანონით ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“) გათვალისწინებული ჯარიმის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
ბრძანება, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ (25-ე მუხლის მე-14 პუნქტი).
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-15 პუნქტში აღნიშნული ბრძანება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აღსრულდება ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ( 25-ე მუხლის მე15 პუნქტი).
თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან ბრძანების პირადი ჩაბარება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში-ბრძანებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე (25-ე მუხლის მე-19 პუნქტი).
დანართი 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №106. ტელ: 599 85 99 02
შემოწმების აქტი №
--------------------------- -----/------------/---------- წ.
(შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
დამრღვევის დასახელება: _______________________________________
_________________________________
__________________________________________________________________
______________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი)
სამშენებლო ობიექტი: _________________________________________________
____________________________________________________________________
___________________________________________________________________
________ (დანიშნულება, მისამართი,
საკადასტრო კოდი, მესაკუთრე)
1. დამრღვევს მიეცა № ---------------------- მითითება მასზე, რომ საქართველოს კანონის
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითებით გამოვლინდა დარღვევები:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
აქტის შედეგნის ეტაპისათვის მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა აჩვენებს, რომ მითითებაში დაფიქსირებული დარღვევა № ____________ დამრღვევის მიერ:
ა) შესრულდა
ბ) არ შესრულდა
გ) არადროულად შესრულდა
____________________________________________________________________________________
2ю სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 25-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად შემდეგ შემთხვევებში:
ა) მშენებლობის დემონტაჟის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ დადგენილების მიღებისას;
ბ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავსუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 51-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევების არსებობისას;
გ) დარღვევებისათვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას;
ე) საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარმოუდგენლობისას;
ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპოლატაციაში მისაღებად განაცხადის წარმოუდგენლობისისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;
ზ) თუ დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების მიღებას;
თ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 251 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია:____________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
____________________________________________________________________________
___________ (დამრღვევის: სახელი, გვარი,პირადი ნომერი/ორგანიზაციის სახელწოდება,
საიდენტიფიკაციო ნომერი) და გამოვლენილი დარღვევის შინაარსი.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: _____________________ __________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი: _____________________ __________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
დამრღვევი: _____________________ __________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
მოწმე: _____________________ __________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
შენიშვნა:______________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
______________________________________
.