საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2488
2017 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, არა უმეტეს 958 (ცხრაას ორმოცდათვრამეტი) ლარის ფარგლებში საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV 39700000) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი