შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2499
2017 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №713 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 113 092 (ას ცამეტი ათას ოთხმოცდათორმეტი ლარი) და „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №711 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 56 908 (ორმოცდათექვსმეტი ათას ცხრაას რვა) ლარი, ჯამში − 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი, მიმართოს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ე.წ. „ურაველის“ მაგისტრალური მილსადენის გადატანისა და მასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი