შპს„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№712
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023507
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №712

2017 წლის6 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში − კომპანია) ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა ადიგენში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 1 246 560 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაექვსი ათას ხუთას სამოცი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში − სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსათვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 06) გათვალისწინებული ასიგნებებიდან ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურებისათვის საჭირო თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

 

პრემიერ -მინისტრი                                            გიორგი კვირიკაშვილი