„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016390
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №40

2018 წლის 3 აპრილი

დაბა ადიგენი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის  დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014,  280010000.35.137.016137), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლს პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ    უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლს პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ პროგრამის მოთხოვნებთან შეისწავლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში.

2. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი