,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №77 |
|
2018 წლის 6 ნოემბერი დაბა ადიგენი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დევნილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახი;“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დევნილი ან იძულებით გადაადგილებული ოჯახის დახმარება“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. დახმარების სახე და ოდენობა
ლტოლვილ ან იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საანგარიშო წლის პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევა ერთჯერადად – ახალი წლის დღესასწაულზე – 200(ორასი) ლარის ოდენობით.“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია
დახმარების გასაცემად მითითებული დღესასწაულის წინ, მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი და იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანდართული სიით.“.
|