,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016471
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2019 წლის 31 ოქტომბერი

დაბა ადიგენი

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ადიგენის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დახმარების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2014, 280010000.35.137.016137), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ოჯახს, რომელსაც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა ორი ან მეტი წევრი და არ გააჩნია მისი დაკრძალვის ხარჯები, დახმარება გაეწევა არაუმეტეს 5 000 ლარისა“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ  შემთხვევებში მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი