შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2182
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024929
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
matsne.gov.ge 165 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 07.10.2016 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 12.01.2018 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ალაზანი ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 11.10.2017 შპს „ფშავი ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 01.07.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 03.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2182 2017 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ფუდ ფართს“ (ს/კ: 442570530) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით − 700 (შვიდასი) ლარად გადასცეს  ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №24-ში, შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე მდებარე 340 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №01.18.05.002.078). 2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების შპს „ფუდ ფართისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს სარგებლობაში გადაცემულ ფართში, იჯარის მოქმედების პერიოდში, კვების ობიექტის ფუნქციონირება. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი