შპს „მაინინგ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

მიღების თარიღი 19.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2193
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024947
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2018
matsne.gov.ge 214 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჩხერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 27.11.2017 შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 14.12.2017 „საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 87% 04.03.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 87% 08.04.2015 მარტვილის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 27.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

შპს „მაინინგ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება №2193 2017 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი შპს „მაინინგ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე 1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7​4 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტების საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე კინტრიშის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობის გამო, მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული  მასალის  ამოღების  მიზნით,  შპს  „მაინინგ გრუპი“  (ს/ნ: 446970608) 7 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მდინარე კინტრიშის კალაპოტში მოიპოვოს 71 550 (სამოცდათერთმეტი ათას ხუთას ორმოცდაათი) მ​3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში: 2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი − შპს „მაინინგ გრუპი“ ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება; ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით  დადგენილი ოდენობით; გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ. 3. შპს „მაინინგ გრუპის“ მიერ ამ განკარგულებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი