„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს პარლამენტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის ანგარიში „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ და ადგენს:
1. საქართველოს მთავრობის ანგარიში „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის შენიშვნებისა და დასკვნების გათვალისწინებით.
2. საქართველოს მთავრობის საქმიანობა საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნაწილში შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად.
3. დაევალოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს ერთი თვის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლის პალატის მოხსენებაში მითითებულ დარღვევებზე სათანადო რეაგირების შესახებ.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ.ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 15 მაისი.
№1428–რს