„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „SAYALI“-ს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2229
2017 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „SAYALI“-ს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ბაზაზე, არა უგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა, მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულების ამოქმედება (გადაცემული ქონების რეკონსტრუქცია, რემონტი, ასევე სამედიცინო დანადგარებითა და ინვენტარით „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად აღჭურვა);
ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ბაზაზე, არა უგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა, კომერციული ან/და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება;
გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, 2011 წლის 26 დეკემბრიდან არანაკლებ 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.“.
2. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შპს „SAYALI“-მ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს 2019 წლის 1 მარტამდე მოქმედი არანაკლებ 1 700 000 (ერთი მილიონ შვიდასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის ახალი ან/და ვადაგაგრძელებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „SAYALI“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „SAYALI“-ს შორის 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებაში ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს „SAYALI“ ჯეროვნად შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №1959 განკარგულებით გათვალისწინებულ პირობებს.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი