„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1959
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1959

2013 წლის 13 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15დეკემბრის №15/12/06 განკარგულები თ განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „SAYALI“-ს მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონე­ბის შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირო­ბე­ბი:

ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 განკარ­გულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ბაზაზე 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულების ამოქმედება (გადაცემული ქონების რეკონსტრუქცია, რემონტი, ასევე სამედი­ცინო დანადგარებითა და ინვენტარით „სამედიცინო საქმიანობის ლიცენ­ზი­ისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების შესაბამისად აღჭურვა);

ბ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SAYALI“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 დეკემბრის №15/12/06 გან­კარ­გულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ბაზაზე 2015 წლის 1 ოქტომბრამდე კომერციული ან/და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება;

გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათ­ვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არანაკლებ 10 620 500 (ათი მილიონ ექვსასოცი ათას ხუთასი) აშშ დო­ლარის ინვესტიციის განხორციელება 2015 წლის 1 ოქტომბრამდე შემდე­გი გრაფიკის მიხედვით:

გ.ა) 2014 წლის 1 თებერვლამდე – 1 324 200 (ერთი მილიონ სამას­ოცდაოთხი ათას ორასი) აშშ დოლარი;

გ.ბ) 2014 წლის 1 აგვისტომდე – 1 837 300 (ერთი მილიონ რვაას­ოც­დაჩვიდმეტი ათას სამასი) აშშ დოლარი;

გ.გ) 2015 წლის 1 თებერვლამდე – 2 809 000 (ორი მილიონ რვაასცხრა ათასი) აშშ დოლარი;

გ.დ) 2015 წლის 1 ოქტომბრამდე – 4 650 000 (ოთხი მილიონ ექვსას­ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.

2. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრი­ვატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს „SAYALI“-მ, კანონით დადგენილი წესით, წარმოადგინოს 2016 წლის 1 თებერვლამდე მოქმედი არანაკლებ 531 025 (ხუთას ოცდათერთმეტი ათას ოცდახუთი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „SAYALI“-ს შორის 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ განკარგულების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრე­ბული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე იმ პირობით, რომ შპს „SAYALI“ ჯეროვნად შეასრულებს ამ განკარგუ­ლე­ბის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტ­როს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სა­ხელ­მწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრუ­ლების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                             ირაკლი ღარიბაშვილი