შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 03.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2283
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025069
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
matsne.gov.ge 479 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 730819.9953
2 730746.8835
3 730710.2802
4 730708.8128
5 730689.7567
6 730685.9289
7 730718.7200
8 730758.8149
9 730775.6844
10 730786.6917
11 730788.3017
12 730815.6765
13 730821.5370
14 730808.9992
15 730808.0000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 05.03.2015 შპს „ქართული სამშენებლო კონსორციუმის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 14.12.2017 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის №2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 86% 12.07.2017 ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 07.07.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დათოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 11.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №2283 2017 წლის 3 ნოემბერი ქ. თბილისი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისა და  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 7​4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 1​1 პუნქტის და „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 2​3 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით: 1. საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 117-კმ 119  (კვარიათი-სარფის) მონაკვეთის (ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ) აღდგენა-გამაგრების, ქვათაცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ (ს/კ: 205140257) 3 თვის ვადით  გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალახმელისა და სოფელ მაღლაკონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) მ​3 საშენი მასალა (ანდეზიტო-ბაზალტი), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:   № X Y 1 730819.9953 4602482.9946 2 730746.8835 4602500.6058 3 730710.2802 4602539.1077 4 730708.8128 4602564.8016 5 730689.7567 4602593.3804 6 730685.9289 4602630.0943 7 730718.7200 4602632.6871 8 730758.8149 4602661.6644 9 730775.6844 4602666.8071 10 730786.6917 4602662.5823 11 730788.3017 4602656,0099 12 730815.6765 4602604.6693 13 730821.5370 4602597.5620 14 730808.9992 4602586,9971 15 730808.0000 4602575.0017 16 730822.0013 4602557.9970 S =  1,67 ჰა WGS 1984. 2. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარის სახეობის „ჩვეულებრივი წაბლის“ (Castanea sativa Mill.) 149 (ას ორმოცდაცხრა) ინდივიდი.   3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება; ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის; გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სს „სილქნეტის“ მიერ დადგენილი პირობების დაცვით; დ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; ე) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, დაასაწყობოს სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით; ვ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ. 4. დებულების 7​4 მუხლის 2​1 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 25 000 კბ.მ ანდეზიტო-ბაზალტის მოპოვებისთვის  უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. 5. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე  კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი