სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლა-გვინისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
მიღების თარიღი 03.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2302
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025091
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/04/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.11.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „დათოსათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლა-გვინისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2302
2017 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ლა-გვინისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე 2185 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №53.11.42.246) და 74951 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ნივთის) საკადასტრო კოდი: №53.11.42.265) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 41800 (ორმოცდაერთი ათას რვაასი) ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლა-გვინს“ (ს/კ: №405194472).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) №53.11.42.246 (მიწის (უძრავი ნივთის)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 20-ნომრიანი (ოცნომრიანი) სასტუმროს (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ღია ან დახურული ტიპის აუზს) შექმნა, ფუნქციონირების დაწყება და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) სასტუმროს ეზოს შემოღობვას, გამწვანებასა და გარე განათებას);
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) განხორციელება;
ბ.გ) №53.11.42.265 (მიწის (უძრავი ნივთის)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის არანაკლებ 80% ფართობზე ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების გაშენება (რაც შეიძლება მოიცავდეს ნარგავებით გაშენებულ ტერიტორიას, ნარგავებს შორის გადასაადგილებელი (მათ შორის, სპეციალური ტექნიკის გადასაადგილებელი) ბილიკების/საირიგაციო სისტემის მიერ დაკავებულ ფართობს) და ინფრასტრუქტურის (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის საირიგაციო სისტემ(ებ)ითა და დამცავი მესრით უზრუნველყოფას) მოწყობა;
ბ.დ) ამ პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) ინვესტიციის განხორციელება;
გ) №53.11.42.265 (მიწის (უძრავი ნივთის)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში:
გ.ა) ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა, ამ განკარგულების დანართის შესაბამისად;
გ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში და შემდგომ ყოველ 5 (ხუთი) წელიწადში ერთხელ, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.
3. შპს „ლა-გვინი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯამური ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი